ინტიმური სიყვარულის "ელექსირი" (ბალახები და სასმელი)

ინტიმური სიყვარულის "ელექსირი" (ბალახები და სასმელი)
დადგენილია, რომ სტრესი ნეგატიურად მოქმედებს ინტიმურ ცხოვრებაზე. მაგრამ არის სხვა ფაქტორებიც, რომლებიც იწვევენ სექსუალურ უძლურებას: ფიზიკური დატვირთვა, თამბაქო, ალკოჰოლი, ცხოვრების უმოძრაო წესი და სხვა. ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია, ამიტომ ნუ აჩქარდებით და ნუ გამოიყენებთ სამკურნალო პრეპარატებს. დასაწყისში მიმართეთ სპეციალისტ - ექიმს და დაადგინეთ მიზეზი. თუ ექიმთან მისვლის სურვილი არ გაქვთ, და ამასთანავე ერთად თვლით, რომ არ გაქვთ სერიოზული ორგანული დარღვევები, მაშინ სცადეთ აიმაღლოთ თქვენი სქესობრივი ტონუსი მოწოდებული ბალახებითა და "სიყვარულის" სასმელებით.

  • მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კერძე მოყრილი ზოგიერთი მწვანილი და სანელებლები ააქტიურებენ სექსუალურ ტონუსს. ესენია: ნიახური, ძირთეთრა (პასტერნაკი), ჟენ - შენი, ბოტანიკური ზაფრანა (შაფრანი), ჯავზი ( მუსკატის კაკალი), მიხაკი, დარიჩინი, ილი ( კარდამონი) და წითელი წიწაკა. ამიტომ გამოიყენეთ ისინი.

  • იქნებ თქვენ უბრალოდ გადაღლილი ხართ. ზედმეტი დაჭიმულობისგან სწრაფად განთავისუფლდებით, თუ მიიღებთ სიყვარულის "ელექსირს" (სასმელს), რომელსაც გააჩნია, როგორც აღმგზნები, ასევე მასტიმულირებელი მოქმედების უნარი. მოამზადეთ სივარულის "ელექსირი" შემდეგნაირად:
    დანაყილ 1 ჩაის კოვზ ასკილს, შეურიეთ თითო ჩაის კოვზი მოცხარისა (მალინის ) და კალანდულის ყვავილი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი, დაუმატეთ დანის წვერით კვლიავი (ტმინი), დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააჩერეთ შეგრილებამდე და შემდეგ გაწურეთ. დაუმატეთ ერთი ჩაის ჭიქა კონიაკი. მიიღეთ თბილი სასურველი რაოდენობით, ყლუპებით.

  • შეგიძლიათ მოამზადოთ აგრეთვე ცივი სასმელი. 1 ჩაის ჭიქა რომი გააზავეთ 2 ჩაის ჭიქა უგაზო მინერალური წყლით, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ხილის წვენი. მაღალ ჭიქაში ჩაყარეთ ყინული, ჩაასხით გამზადებული ნარევი. მიირთვით ყლუპებით, სასურველი რაოდენობით. ეს "გამამხნევებელი" სასმელი მოგიხსნით ყოველგვარ პრობლემას, ასე მიიჩნევენ სპეციალისტები.

  • სექსუალურ უძლურობის შემთხვევაში ურჩევენ აგრეთვე, სტაფილოს წვენისა და თაფლის ნარევის მიღებას (ორი წილი წვენი, ერთი წილი თაფლი ), ერთი სუფრის კოვზი ჭამამდე 3 - 4 - ჯერ დღეში. ასევე კარგია, სტაფილოს დაფქული თესლი, თითო გრამი 3 - ჯერ დღეში, წყლით.

სტატიის ავტორი: მერი კაიკაციშვილი
სტატიის წყარო:მურნალობა ოჯახურ პირობებში და ექიმის რჩევები