სწორი საუზმე კარგი გუნება - განწყობილების საწინდარია.

სწორი საუზმე  კარგი გუნება - განწყობილების საწინდარია.
თქვენ გაღიზიანებული ხართ? ყველაფერი გაცოფებთ? იქნებ საქმე თქვნს საუზმეშია! ალბათ ყველა თქვენთაგანაისათვის არის ცნობილი გამოთქმა „ საუზმე მარტომ მიირთვი, სადილი გაუნაწილე მეგობარს, ვახშამი კი მტერს დაუთმე ! „ თუ თვენ საუზმეს სწორად შეარჩევთ, მთელი დღე დადებითი ენერგიით დაიმუხტებით. მაგრამ, თუ თქვენს საუზმეში არ არის საკმარისი ზოგიერთი ელემენტები, მთელი დღე გექნებათ უკმარისობის გრძნობა და დისკომფორტი. როგორი უნდა იყოს „სწორი“ საუზმე?

  1. პური ან ტოსტი უნდა იყოს BB ვიტამინით მდიდარი
    ზოგიერთი პურის სახეობა მცირე რაოდენობით შეიცავს ვიტამინს, რომელიც უზრუნვეყოფს სეროტინინის წარმოქმნას. ეს კი ის ჰორმონია, რომელიც პასუხს აგებს სიმშვიდისა და ბედნიერების გრძნობაზე, თუ ვერ იშოვით ვიტამინით მდიდარ პურს, აუცილებლად მიირთვით ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი - იგი მოახდენს ორგანიზმში ვიტამინის ნაკლებობის კომპენსაციას.

  2. არ მიირთვათ საუზემზე ცხიმი დაბალი შემცველობის მქონე ბევრი საკვები
    ბევრი საკონდიტრო ნაწარმი არის დაბალ კალორიული ცხიმით დამზადებული. შეეცადეთ თქვენი რაციონი გაამდიდროთ სასარგებლო ცხიმებით, რომლებიც საკმაოდ ბევრია ნიგოზში. დაამატეთ იგი იოგურტს ან ფაფას და თქვენი გუნება - განწყობილება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

  3. საუზმე არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ ხილისგან
    ხილი მდიდარია ვიტამინებით, მაგრამ მათში მცირეა მაგნიუმის რაოდენობა, ნივთიერებისა, რომელიც ხელს უშლის დეპრესიის სიმპტომების წარმოშობას და აუმჯობესებს ხასიათს. დაამატეთ თქვენს ხილის სალათას ნუში და თქვენი ორგანიზმი შეივსებს მაგნიუმის ნაკლებობას.

  4. გაამდიდრეთ ნამცხვარი პროტეინებით
    თუ თქვენ რეგულარულად მიირთმევთ საუზმეზე ნამცხვარს ან ბლინებს გახსოვდეთ, რომ საუზმიდან 2 საათის შემდეგ სისხლში შაქრის რაოდენობა დაგიქვეითდებათ, რაც გაგიფუჭებთ ხასიათს და გაგაღიზიანებთ. ამისათვის საჭიროა თქვენს რაციონს დაამატოთ ცოტა პროტეინები. ამისათვის თქვენს ფუნთუშას ან ბლინს გადაუსვით ნუშის კარაქი ან შეჭამეთ მოხარშული კვერცხი ან მიირთვით იოგურტი. საკვების ყველა ეს სახეობა შეიცავს ბევრ პროტეინს, რომელიც ტვინს აძლევს ენერგიას, რაც მას ეხმარება წინააღმდეგობა გაუწიოს სტრესს.

  5. არ დაგავიწყდეთ ყავა
    ეს პირველ რიგში ეხება იმათ, ვინც ყავას ყოველ დღე სვამს. ორგანიზმი ეჩვევა კოფეინის გარკვეულ დოზას, და თუ იგი მას არ ღებულობს, ადამიანს ეწყება დისკომფორტი. თუ გინდათ ყავის სმას თავი დაანებოთ, არ უნდა გააკეთოთ ეს უცებ. შეამცირეთ დოზა თანდათანობით. გახსოვდეთ, სწორი კვება არა მარტო ჯანმრთელობის, არამედ კარგი ხასიათის საწინდარია!