აი რას გირჩევენ უძველესი სიმბოლოები. რომელი მათგანი მოგეწონათ?

აი რას გირჩევენ უძველესი სიმბოლოები. რომელი მათგანი მოგეწონათ?
მართლაც საინტერესო ტესტია, რომელიც აღწერს თქვენს ცხოვრებისეულ სიტუაციას ამ მომენტში და ცოტათი ახდის მომავლის ფარდა. თქვენს წინაშეა რამდენიმე უძველესი სიმბოლო, რომლებსაც წარმატება მოაქვთ. შეარჩიეთ ის, რომელიც მოგწონთ და წაიკითხეთ პასუხები.

სიმბოლო #1 „ვარსკვლავი“

შექმენით სასურველის იერსახე გონებაში. თუ გსურთ რაიმეს მიღწევა, არ იფიქროთ, რომ ეს არ გაქვთ. აღავსეთ იგი სასიცოცხლო ძალებით. აზრები მატერიალურია და როდესაც ეს იერსახე საბოლოოდ ფორმირდება, ის გახდება დამოუკიდებელი ცოცხალი არსება, რომელსაც განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა.

სიმბოლო #2 - გარდასახვა


გარე ენერგიები დიდ ზემოქმედებას ახდენს თქვენზე. შესაძლოა, ამ მომენტში ბევრად მნიშვნელოვანი რამეები ხდება, ვიდრე ერთი შეხედვით გეჩვენებათ, მაგრამ მათ შედეგებზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. ახლო მომავალში ყველაფერი თავისთავად გადაწყდება, და ყველა, ვინც ამ სიტუაციაშია ჩათრეული, კმაყოფილი დარჩება. მიენდეთ შინაგან ხმას და ისე იმოქმედეთ, ათავისუფლდით ყველა შეზღუდვისგან.

სიმბოლო #3 - მადლიერება

თუ რაიმე სთხოვეთ სამყაროს და სურვილი აგისრულდათ, ნუ დაგავიწყდებათ მადლიერებაზე. თქვენს დასახმარებლად დიდი ძალისხმევა დაიხარჯა, შესაძლოა ასობით ანგელოზი იღწვოდა თქვენი სურვილის შესასრულებლად.გულწრფელი მადლობა სამყაროში იწვევს თქვენთვის მეტის გაკეთების სურვილს. და ნუ დაგავიწყდებათ მადლიერების გამოხატვა საკუთარი თავისადმი იმისთვის, რასაც სათავისოდ და სხვებისთვის აკეთებთ. ეს შეიძლება სიტყვიერად არ იყოს გამოხატული, მაგრამ აუცილებლად მიიღებთ ამისთვის ჯილდოს.

სიმბოლო #4 - ოცნება


ახლა კარგი პერიოდია საიმისოდ, რომ ოცნებები აისრულოთ. მიმოიხედეთ და ჰკითხეთ საკუთარ თავს, ისე ცხოვრობთ თუ არა, როგორც გსურთ? თუ არა, მაშინ ეცადეთ მოახდინოთ პოზიტიური ცვლილებები. სთხოვეთ სამყაროს, მოგცეთ სწორი მიმართულება და იყავით ღია ახალი იდეებისთვის. ხშირად, შთაგონებას ბუნება გვჩუქნის, ამიტომ გაისეირნეთ პარკში, ბულვარში ან სადმე ბუნებაში.

სიმბოლო #5 - საოცრება

საოცრება - გახლავთ ის, რაც ოცნებას ეხმარება არსებობაში. ეს გახლავთ შესაძლებლობის ნაპერწკალი, რომელიც გულიდან მოდის. შეამჩიეთ თქვენს ირგვლივ საცრებები, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება. რაღაც ჯადოსნური ძალების ქვეშ იმყოფებით და შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების სასიკეთოდ.