მშრალი და ექსუდაციური პლევრიტის სამკურნალო ბუნებრივი საშუალებები

მშრალი და ექსუდაციური პლევრიტის  სამკურნალო ბუნებრივი საშუალებები
პლევრიტი არის პლევრის ანთება. პლევრიტი ჩვეულებრივ ვითარდება როგორც ფილტვის ანთების გართულება, იშვიათადაც კი ტუბერკულოზის, რევმატიზმის და სხვა ინფექციური და ალერგიული დაავადების, ასევე გულ - მკერდის ჭრილობისა და დაზიანების შედეგად. არჩევენ მშრა და ექსუდაციურ პლევრიტს.

მშრალი პლევრიტი - ვითარდება ფილტვების ანთების, რევმატიზმის, ტიფის და სხვა დაავადებების დროს. ასევე შეიძლება განვითარდეს როგორც ყივანახველას, გრიპის გართულება. უმეტეს შემთხვევაში მშრალი პლევრიტი დგინდება ფილტვის ტუბერკულოზის დროს. მშრალი პლევრიტის ავადმყოფი უჩივის ტკივილს გულ - მკერდის არეში, რომელიც ძლიერდება ლაპარაკისა და ხველის დროს. ავადმყოფს აწუხებს მშრალი ხველა და მცირე რაოდენობით ნახველიანი ხველა.

რეცეპტები:
  • ხალხური მედიცინის საშუალებებიდან, პლევრიტის სამკურნალოდ გამოიყენება ისეთი სამკურნალო მცენარეები, რომლებიც ამაღლებენ ორგანიზმის დამცველობით თვისებებს. ასეთი მცენარეებია: ქაცვი, ასკილი, წიწვის ნაყენი, შავი და წითელი მოცხარი, ძირტკბილას ფესვი, ექინაცეა და სხვა. ასევე გამოიყენება ალერგიის საწინააღმდეგო: გვირილა, ჭინჭარი, და ამოსახველებელი მცენარეები: ვირისტერფა, სამკურნალო ძიძო, კოთხუჯის ქერქი.

  • პლევრიტის მკურნალობა ყველაზე კარგია დაიწყოთ ცხელ წყალში დასველებული ღრუბლის კომპრესებით, ძლიერი ეფექტი აქვს მარილიანი ან ზღვის წყლის გამოყენებას, ასევე ძმრიან კომპრესებს. ცხიმით გაჟღენთილ შალის ქსოვილზე, ოსპის და კომბოსტოს კომპრესები. ასეთი კომპრესები ამცირებენ ტკივილს.

  • პლევრიტის დროს ტკივილის მოსახსნელად, რეკომენდებულია მდოგვის საფენების გამოყენება.

  • 1 ს/კ მინდვრის შვიტას დაასხით 1/2 ლ მდუღარე, გააჩერეთ 3 სთ. მიიღება 1/2 ჭ 4 - ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთაიქი