ბავშვებში ადენოიდების მკურნალობა ხალხური მეთოდით

ბავშვებში ადენოიდების მკურნალობა  ხალხური მეთოდით
ადენოიდები - ცხვირ - ხახის გადიდებული ნუშურებია, რომელიც შეიძლება განვითარდეს უკვე ბავშვის სიცოცხლის პირველივე წელს. ამის მიზეზად ითვლება ცხვირის სავლებისა და ყელის ანთებითი დაავადებები, ასევე ლიმფოიდური ქსოვილის ზრდა, რომელიც დამახასიათებელია ბავშვთა ასაკისათვის.

დაავადების ძირითადი სიმპტომებია: გაძნელებულია ცხვირით სუნთქვა, ბავშვი სუნთქავს გაღებული პირით, ცხვირში ლაპარაკობს (დუღდუღებს), ხვრინავს, ცხვირიდან გამოიყოფა ღია ან მომწვანო შეფერილობის ლორწო.
დაავადების მკურნალობა მიღებულია განხორციელდეს ოპერაციული გზით, რის შემდეგაც ბავშვს შეიძლება პირით სუნთქვის ჩვევა დარჩეს. ამიტომ სუნთქვას მიაქციეთ ყურადღება და შეახსენეთ ბავშვს პირით სუნთქვის აუცილებლობის შესახებ.
ბავშვს განსაზღვრულ დახმარებას გაუწევს ზოგიერთი ხალხური მეთოდით მკურნალობა.

რეცეპტები:
  • გამოურეცხეთ ბავშვს ცხვირი ზღვის წყლით ან მისი შემცვლელით (200 მლ თბილ, ანადუღარ წყალს დაუმაეტეთ 1 ჩ/კ მარილი და 5 - 6 წვეთი იოდი ). გამორეცხვა ჩაუტარეთ 2 - 3- ჯერ დღეში.

  • ჩააწვეთეთ ცხვირში წითელი ჭარხლის წვენი - 2 - 3 წვეთი 3 - ჯერ დღეში.

  • განაზავეთ წყალში ქრისტესისხლას წვენი 1:1 და ჩააწვეთეთ თითოეულ ნესტოში ორ - ორი წვეთი 3- ჯერ დღეში (გამოიყენება 7 წელზე მეტი ასაკის ბავშვთა სამკურნალოდ).

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი