რატომ გვიშუპდება ქვედა კიდურები და როდის უნდა მივმართოთ ექიმს

რატომ გვიშუპდება ქვედა კიდურები და როდის უნდა მივმართოთ ექიმს
შეშუპება ორგანიზმის ქსოვილებსა და ღრუებში სითხის ჭარბი დაგროვებაა. იგი ერთ - ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიმპტომია. როდის იჩენს თავს და რომელ დაავადებაზე მიუთითებს, როგორ ვიმოქმედოთ შეშუპების შემთხვევაში და როდის მივმართოთ ექიმს ქვემოთ ვისაუბრებთ ამაზე.

თუ ფეხები გიშუპდებათ

სითხის დაგროვებას იწვევს:
  1. გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური );
  2. ფლეფიტი (ცალი კიდური);
  3. ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  4. თირკმლის დაავადებები ( შეშუპებულია მთელი სხეული );
  5. ღვიძლის დაავადებები;
  6. შიმშილი (მკაცრი დიეტები);
  7. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
  8. ქვედა კიდურების ვენით ჩატარებული კორონარული შუნტირება;
  9. პრეპარატები;
  10. პერიკარდიტი;
  11. ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები.
  12. შეშუპების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია გულის უკმარისობა და ფლებიტი.

პრაქტიკული რჩევები:
  • ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი
  • თუ დიდხანს დგომა გიწევთ, გამოიყენეთ სპეციალური სამკურნალო წინდები, რომლებიც ხელს უშლის შეშუპებას.
  • ნაკლებად გამოიყენეთ სუფრის მარილი.
  • თუ შეშუპება გახანგრძლივდა და რეჟიმის შეცვლა არ გშველით, მიმართეთ ექიმს.
  • სასტიკად არის აკრძალული ყოველგვარი თვითდიაგნოსტიკა და მკურნალობა.

სიფრთხილით გამოიყენეთ შარდმდენი პრეპარატები - შეშუპების მკურნალობა დაგროვილი სითხის ორგანიზმიდან გამოძევება კი არა, მისი მიზეზის აღმოფხვრაა.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა