ეს ტესტი 2 წუთში მოგითხრობთ, რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი

ეს ტესტი 2 წუთში მოგითხრობთ, რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი
ამ ტესტს ფსიქოლოგები იყენებენ იმისთვის, თუ გაარკვიონ, რას მალავს ადამიანის ქვეცნობიერი. თქვენს წინაშეა სარდაფი, სადახ სხვადასხვა ნივთი დაგროვდა.

რა მოგხვდათ პირველ რიგში თვალთ? შესაძლოა, რომელიმე ნივთისგან გათავისუფლებას მოისურვებდით?

საქანელა

საქანელა თქვენი სექსუალური ცხოვრების სიმბოლოა. შეიძლება, ამ მომენტში სიახლოვის ნაკლებობას განიცდით. გარდა ამისა, ეს შეიძლება თქვენი სექსუალური ლტოლვების მანიშნებელიც იყოს, რომელიც შინაგანი პრობლემებიდან იღებს სათავეს.

ყუთები

სწორკუთხედი ნივთები ადამიანის პიროვნების ასახვაა. რითია ისინი სავსე? გამჭვირვალეა თუ არაფერი ჩანს? თუ ეს სიმბოლო აირჩიეთ, უნდა დაფიქრდეთ. როგორიცაა ყუთები, ისეთივეა თქვენი სულიერი მდგომარეობა ამჟამად.

დამსხვრეული სარკე

სარკე ჩვენი სიმბოლოა. თუ ეს საგანი აირჩიეთ, ე.ი. თავს დამსხვრეულად და თავდაუჯერებლად გრძნობთ. შესაძლოა, გზის გასაყარზე დგახართ და არ იცით, რომელ მხარეს იმოძრაოთ. ორი პიროვნება იბრძვის თქვენში და საკუთარ მე-ს ვერ პოულობთ.

ბორბალი


ბორბალი თქვენი და გარესამყაროს ურთიერთობის სიმბოლოა. თუ ეს საგანი აირჩიეთ, შეიძლება ამჟამად ჩიხში ხართ. დახურულ წრეში მოძრაობთ და ვერ პოულობთ გამოსავალს. შეჩერდით, ახლა ბორბალში მორბენალ ციყვს ჰგავხართ.

თოჯინა

თოჯინა თქვენი და თქვენი ბავშვობის კავშირის სიმბოლოა. პანიკურად გეშინიათ ზრდის, და შესაბამისად, დაბერების. ყველა ძალებით ეწინააღმდეგებით ამას. გარეგნულადაც ცდილობთ გაახალგაზრდავებას.

წიგნები

წიგნი სწავლის სიმბოლოა და შესაბამისად, ცხოვრების. თუმცა, თუ სარდაფში შეინახეთ, შეიძლება ცხოვრების აზრი გაქვთ დაკარგული.

ნახატი

ნახატი ნიშანია იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში სრული ჰარმონია სუფევს. შესანიშნავი ურთიერთობა გაქვთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან.

დარაბა

გულჩათხრობილობის ნიშანია. შესაძლოა, ამ მომენტში დეპრესია გქონდეთ, შფოთავდეთ და არ იცოდეთ, როგორ იცხოვროთ მომავალში.

გატეხილი სკამი

დამტვრეული ავეჯი სტრესის, გადაღლილობისა და გაურკვევლობის სიმბოლოა.

ვაშლით სავსე კალათა

ეს გახლავთ ნიშანი, რომ ცოდნას იღებთ და მომავალში პირადი ბედნერება გელით.

ჩაქუჩი

მთელი ძალებით ცდილობთ მიაღწიოთ საწადელს, და არ აქვს მნიშვნელობა, რომ ამისათვის შეიძლება გადათელოთ ყველაფერი ირგვლივ.

კიბე

კიბე სიახლეების სიმბოლოა. უახლოეს მომავალში მიზანს მიაღწევთ. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რომ კიბე არსაითკენ მიდის შეიძლება სირთულეები გელოდოთ, და მხოლოდ თქვენი დამოკიდებულება ამ სირთულეების მიმართ გადაწყვეტს ყველაფერს. თუ შეშინდებით, ვერაფერს მიაღწევთ.