ვიღებთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბს და ვწმინდავთ აირღუმელს. ღმერთმა იცის, როგორ, მაგრამ ეს მუშაობს

ვიღებთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბს და ვწმინდავთ აირღუმელს. ღმერთმა იცის, როგორ, მაგრამ ეს მუშაობს
ერთხელ ჩემი მეგობრის დაბნეულმა ქმარმა ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები იყიდა, რომლებიც არ შეესაბამებოდა ზომით მათთვის განკუთვნილ სპეციალურ განყოფილებას. არადა რა ძვირი ღირს! მთელი შეფუთვის გადაყრა ნამდვილად დასანანი იქნებოდა!

მაგრამ ჩემი დაქალი არ დაიბნა, ერთხელ ჟურნალში წაიკითხა, რომ ამ აბების სხვადასხვა მიზნით გამოყენება არის სესაძლებელი. შესანიშნავად წმენდს ყველაფერს, ყველაზე რთულ შემთხვევებშიც კი.

აი, რა აღმოჩენები გააკეთა მან, სანამ მთელი შეფუთვა არ ამოწურა.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბების არასტანდარტული გამოყენება

აირღუმელის გაწმენდა




აირღუმელი ელვის სისწრაფით ჭუჭყიანდება, მისი გაწმენდა კი დიდ სირთულეს წარმოადგენს. მაგრამ ამ პრობლემას შესანიშნავად გაუმკლავდება ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები: დაფქვით, გახსენით თბილ წყალში და შეუდექით გაწმენდას. გამოიყენეთ ხელთათმანები. შემდეგ კარგად მოუსვით სველი ჩვრით. აირღუმელი ახალივით გაიბრწყინებს!

საცხობი ფორმის გაწმენდა



ჩაასხით ფორმაში ცხელი წყალი, დაამატეთ დაფქული აბები, დატოვეთ მთელი ღამით. დილით კი უბრალოდ კარგად გაავლეთ ჭურჭელი. საოცარი სისუფთავე გარანტირებულია!

ქსოვილის გათეთრება



აბებისა და წლისგან დამზადებული ხსნარი შესანიშნავად ათეთრებს ქსოვილს და აცილებს რთულ ლაქებს. ფრთხილად: ასეთ ხსნარში მხოლოდ თეთრი ნივთების ჩალბობა შეიძლება, ფერადი ქსოვილი ფერს დაკარგავს.

კედლების გაწმენდა



კედლებზე ლაქებს მოაცილებს იგივე ხსნარი. მთავარი პირობა: კედლები წყლის ამტანი უნდა იყოს და მათი გარეცხვა უნდა შეიძლებოდეს.

სარეცხი მანქანის გაწმენდა



აბები გაწმინდავს სარეცხი მანქანის დოლურას, ასევე მოაცილებს ნადებს და მანქანის დეზნფექციას მოახდენს.
თვეში ერთხელ ჩართეთ სარეცხი მანქანა ტანსაცმლის გარეშე ხანგრძლივი რეცხვის რეჟიმზე, მაღალ ტემპერატურაზე, მოათავსეთ ფხვნილის ჩასაყრელ განყოფილებაში 2 დაფქული აბი. ეს მარტივი მანიპულაცია გაახანგრძლივებს სარეცხი მანქანის სიცოცხლეს.

პლასტმასის გაწმენდა



ბაღის პლასტმასის ავეჯი, შეზლონგი, საბავშვო კარუსელები: ყველაფერი, რაც მუდმივად ღია ცის ქვეშაა, სწრაფად ჭუჭყიანდება. მაგრამ საოცარი აბების ხსნარი ამ პრობლემასაც მარტივად უმკლავდება.

ჭურჭლიდან მუწი ნადების მოცილება



ჩაასხით ჭიქებში, ჩაიდნებში, ლამბაქებში თბილი წყალი, დაამატეთ დაფქული აბები. გახეხვა საჭირო არ არის: 2 საათში ნადები სრულად გაქრება. შემდეგ კარგად გაავლეთ ჭურჭელი წყლით.

მეტალის გაწმენდა




დანა-ჩანგლები, კოვზები ახალივით გაიბრწყინებს, თუ მათ აბების ხსნარში მოათავსებთ 2 საათით, შემდეგ კი კარგად გაავლებთ.

პლასტმასის ჭურჭლის გაწმენდა




პლასტმასის ჭურჭელი საჭმლის სუნს ისრუტავს. ამ პრობლემის მოცილებაში კი კვავ ჩვენი ხსნარი დაგეხმარებათ. ასევე შეგიძლიათ იმოქმედოთ სანაგვის ვედროს შემთხვევაშიც.

უნიტაზის გაწმენდა



ჩააგდეთ უნიტაზში აბი და დატოვეთ მთელი ღამით. დილით შესანიშნავი სისუფთავე გაგაოცებთ! თითოეული მილიმეტრი საგულდაგულოდ იქნება გაწმენდილი და იბზინებს!