14 წლის გოგონამ ფურგონის შესაძენად 200$ ისესხა. ასე გამოიყურება მისი ოცნების სახლი დღეს

14 წლის ამერიკელმა ელი იატერმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ საჭირო მონდომების შემთხვევაში ადამიანს ყოველთვის შეუძლია საწადელის მიღწევა. საკუთარი ოცნების სახლის ასაშენებლად გოგონამ მშობლებისგან მხოლოდ 200 დოლარი ისესხა. რა თქმა უნდა, ამ თანხით პენტჰაუსის ყიდვა შეუძლებელია, თუმცა ბორბლებიანი ფურგონის - სავსებით შესაძლებელი.

14 წლის გოგონამ ფურგონის შესაძენად 200$ ისესხა. ასე გამოიყურება მისი ოცნების სახლი დღეს

ელიმ გადაწყვიტა 1974 წლის გამოშვების კლასიკური ფურგონის შეძენა. მან საკუთარ მშობლებთან ერთად მთელი ზაფხული მისი ახალი საცხოვრებლის გარემონტებას დაუთმო. როგორც გოგონა წერს, მიღებული შედეგი დიდ ძალისხმევად ნამდვილად ღირდა.



პირველ რიგში, ახალგაზრდა გოგონამ თავიდან მოიშორა ყველაფერი ზედმეტი.




რამდენიმე კვირაში ფურგონმა შემდეგი სახე შეიძინა:




ელიმ ახალი საცხოვრებლის თითოეული კუთხე მცირე ზომის დეკორაციული ელემენტებით მორთო.




''მე ვერაფრით გავუმკლავდებოდი საკუთარ ჩანაფიქრს, რომ არა დიდი მხარდაჭერა მშობლებისგან. გუნდურმა მუშაობამ საოცარი შედეგი გამოიღო''.

დიდი დროისა და ძალისხმევის შემდეგ 14 წლის გოგონამ საკუთარი ოცნება აიხდინა. დღეს მისი სახლი ასე გამოიყურება: