მოციმციმე არითმიის სამკურნალო შესანიშნავი რეცეპტები

მოციმციმე არითმიის სამკურნალო შესანიშნავი რეცეპტები
მოციმციმე არითმია ეს გულის რითმის მკვეთრი დარღვევაა, რომელიც ხასიათდება ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე უწესრიგო შეკუმშვათა გაჩენით. იგი გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების (თირეოტოქსიკოზის) კარდიოსკლეროზის, ზოგჯერ ჰიპერტონული დაავადების დროს. მოციმციმე არითმია შეიძლება იყოს როგორც ტაქიკარდიული, ასევე ბრადიკადიული. კარდიოსკლეროზის დორს მოციმციმე არითმიას აქვს მუდმივი ხასიათი.

რეცეპტები:
  • არითმიების, გულის იშემიური დაავადების, გულის ფრიალის, ჰიპერტონიის დროს შეურიეთ ერთმანეთს კუნელის ნაყოფის და პროპოლისის სპირტიანი ნაყენი 1:1 თანაფარდობით. მიიღეთ 25 - 25 წვეთი 3 - ჯერ დღეში.

  • შეურიეთ 1 ს/კ თაფლი ნახევარ ჭიქა ჭარხლის წვენს და სვით 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 1 სთ - ით ადრე ( ეს საშუალება აგრეთვე კარგად აქვეითებს არტერიულ წნევას ).

  • გულისფრიალის დროს სასარგებლოა ლეღვის ჭამა, ნებისმიერი სახით.

  • დიდყვავილა მაგნოლია - გამოიყენება გულის ფრიალის, ჰიპერტონიის, გულის არეში ტკივილების დროს: 100 გრ ნედლ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 500 მლ სპირტი და დააყენეთ 7 დღე თბილ და ბნელ ადგილას, გაწურეთ. მიიღეთ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე, 10 - 10 წვეთი წყალთან ერთად.

  • სტაფილოს, ჭარხლის, ბოლოკის წვენების ნარევი 1:1 თანაფარდობით, უნდა სვათ ყოველდღე, რამდენიმე თვის განმავლობაში, გულის არითმიის ყველა სახის დროს.

  • ხახვის ახალი ფაფისა და ვაშლის ფაფის სალათს ღებულობენ ათეროსკლეროზის, ტაქიკარდიის და ათეროსკლეროზული ხასიათის სხვადასხვა არითმიების დროს.

  • ბაღის პიტნა წარმოადგენს ერთ - ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევის, გულის კუნთის მუშაობის შეფერხების დროს: 1 ჩ/კ გამხმარ, დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ. თბილ ადგილას , გაწურეთ. სვით ყოველდღე, არ გამოტოვოთ არც ერთი დღე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი