თირკმლისა და შარდის ბუშტის ანთების სამკურნალო უნიკალური რეცეპტი

თირკმლისა და შარდის ბუშტის  ანთების სამკურნალო უნიკალური რეცეპტი
ცნობილია მრავალი ფაქტორი, რომლებიც თირკმლისა და საშარდე გზების ინფექციის რისკს ზრდის. ქალისთვის ასეთი ფაქტორია სქესობრივი კონტაქტი. ამის მიზეზია უცხო ბაქტერიების მოხვედრა შარდსადენთან. სწორედ ამ ფაქტორთან არის დაკავშირებული შარდის ბუშტის ანთება - ცისტიტი - პირველი სქესობრივი კონტაქტის შემდგომ, რომელსაც თაფლობის თვის ცისტიტსაც უწოდებენ. საშარდე გზებისა და პიელონეფრიტის რისკს ზრდის ორსულობაც.
ამ პრობლემის მოგვარებაში ხალხური რეცეპტი დაგეხმარებათ, რომელიც ასე მზადეება:

ინგრედიენტები:
  • ალოეს ფოთლები - 3 ს/კ
  • არყის ხის კვირტები - 2 ს/კ
  • ცაცხვის ყვავილი - 1 ს/კ
  • აფთიაქის გვირილას ყვავილი - 1 ს/კ
  • კუნელის ნაყოფი - 5 ს/კ
  • ცირცელის ნაყოფი - 5 ს/კ
  • მაყვლის მწვანე ნაყოფი - 5 ს/კ
  • წყალი - 1 ლ

მომზადების და გამოყენების წესი:
არყის კვირტები, ცაცხვის ყვავილი და გვირილას ყვავილი ერთმანეთს შევურიოთ. 4 ს/კ ნარევს დავასხათ მდუღარე წყალი და 12 სთ - ის შემდეგ ვადუღოთ 15 წთ, დაბალ ცეცხლზე, შემდეგ დავუმატოთ კუნელი, ცირცელი, მაყვალი და მოვათავსოთ თბილ ღუმელში 4 სთ - ით. კენკროვანები კარგად გავსრისოთ ნახარშში და შემდეგ გავწუროთ. ნახარში რეკომენდებულია თირკმლისა და შარდის ბუშტის ანთებითი პროცესისას. მივიღოთ 1/4 ჭიქა საათში ერთხელ. მიღებული ნახარშის სართო რაოდენობა დღე - ღამეში არ უნდა აღემატებოდეს 2,5 ჭიქას.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი