ვარსკვლავები არასდროს ცდებიან: თქვენთვის იდეალური პარტნიორი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალიან ძლიერები და ჯიუტები არიან, რომელთაც მიზანდასახული და თავდაჯერებული პარტნიორი ესაჭიროებათ.

იდეალური მეორე ნახევარი: ლომი, მშვილდოსანი, ტყუპები და მერწყული.

კურო

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის აუცილებელია ერთგული და რომანტიკული პარტნიორი.

იდეალური მეორე ნახევარი: კირჩხიბი, თხის რქა, ქალწული და თევზები.

ტყუპები

ტყუპები ძალზედ მერყევი ხასიათისანი არიან. მათ სჭირდებათ ჭკვიანი და საინტერესო პარტნიორი.

იდეალური მეორე ნახევარი: ლომი, სასწორი, ვერძი და მერწყული.

კირჩხიბი

მგრძნობიარე კირჩხიბებს სჭირდებათ ისეთი პარტნიორი, რომელიც მათ დიდ სიყვარულს აჩუქებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლის მეორე ნახევარი უნდა იყოს მზრუნველი, ნაზი და მოსიყვარულე პიროვნება.

იდეალური მეორე ნახევარი: მორიელი, კურო, თევზები და ქალწული.

ლომი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს შეეფერება ისეთი პარტნიორი, რომელსაც რისკზე წასვლის არ ეშინია.

იდეალური მეორე ნახევარი: ტყუპები, სასწორი, მშვილდოსანი და ვერძი.

ქალწული

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს სჭირდება აქტიური და გამოცდილი პარტნიორი. გარდა ამისა, ის უნდა იყოს ერთგული და ამბიციური.

იდეალური მეორე ნახევარი: მორიელი, თხირს რქა, კირჩხიბი და კურო.

სასწორი

ამ ნიშნის წარომადგენლებს მაღალი სტანდარტები აქვთ. მათთვის საინტერესოა მხოლოდ ისეთი ადამიანი, რომელიც ლამაზი გარეგნობით, ნიჭიერებითა და გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევა.

იდეალური მეორე ნახევარი: ტყუპები, მერწყული, მშვილდოსანი და ლომი.

მორიელი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სჭირდებათ ძლიერი და საიუდუმლოებებით მოცული პარტნიორი.

იდეალური მეორე ნახევარი: თევზები, ქალწული, თხის რქა და კირჩხიბი.

მშვილდოსანი

თავისუფლების მოყვარულ მშვილდოსანს ესაჭიროება პარტნიორი, რომელიც არასდროს შეეცდება მის შეცვლას.

იდეალური მეორე ნახევარი: ლომი, მერწყული, ვერძი და სასწორი.

თხის რქა

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სჭირდებად ნამდვილი ინტელექტუალი და შემოქმედობითობის ნიჭით გამორჩეული პარტნიორი, რომელთანაც გატარებული თითოეული წუთი და წამი სასიამოვნოდ იქნება.

იდეალური მეორე ნახევარი: თევზები, კურო, ქალწული და მშვილდოსანი.

მერწყული

მერწყულისთვის საუკეთესო პარტნიორი სოწრედ ის ადამიანია, რომელიც იუმორის კარგი გრძნობით გამოირჩევა.

იდეალური მეორე ნახევარი: სასწორი, ვერძი, ტყუპები და მშვილდოსანი.

თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელბს საკუთარი პირადი სამყარო აქვთ და ჭირდებათ ისეთი პარტნიორი, რომლის მიმართაც 100%-იანი ნდობა ჩამოუყალიბდებათ. მათი მეორე ნახევარი აუცილებლად უნდა იყოს გულწრფელი და კეთილსინდისიერი პიროვნება.

იდეალური მეორე ნახევარი: კირჩხიბი, თევზები და მორიელი.