ყოველთვე ვყიდულობდი ამ სუპერსაშუალებას აფთიაქში. ახლა უკვე შინ მომზადება ვისწავლე

ყოველთვე ვყიდულობდი ამ სუპერსაშუალებას აფთიაქში. ახლა უკვე შინ მომზადება ვისწავლე
ყოველ ქალს შეუძენია ერთხელ მაინც მაღაზიაში ან აფთიაქში ქოქოსის ზეთი. ვერ იტყვი, რომ ის ძალიან ძვირია, მაგრამ იაფიც არ ღირს. ისინი, ვისაც თმის ნიღბისთვის უწევს ქოქოსის ზეთის ხშირად გამოყენება, საკმაოდ დიდ თანხას იხდიან ამ საშუალებაში.



სწორედ ამიტო, გთავაზობთ მარტივ და ნატურალურ შინაურ რეცეპტს.

ნატურალური ქოქოსის ზეთი



ინგრედიენტები

  • 2 ქოქოსი
  • 100 მლ წყალი


მომზადება

ბასრი დანის მეშვეობით, გააკეთეთ ნახვრეტები ქოქოსის „თვალებში“. შემდეგ გადმოასხით წვენი პატარა თასში.



გაათავისუფლეთ რბილობი ქერქისგან.



გახეხეთ წვრილად რბილობი.



გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე ქოქოსის რძე 40 გრადუსამდე და დაამატეთ ქოქოსის ფანტელში.



დააბლენდერეთ ფანტელი.



დაამატეთ ქოქოსის ფანტელი თბილ წყალში და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ.



დაწურეთ სითხე, გადაასხით ქილაში და მოათავსეთ მაცივარში 3-4 საათით.



როდესაც ნარევი გაცივდება, გააკეთეთ რამდენიმე ნახვრეტი ზეთში, რათა დაწუროთ ქილაზე დაგროვილი მთელი სითხე.



რედაქციის რჩევა

შეინახეთ ქოქოსის ზეთი მაცივარში არაუმეტეს 4 კვირისა. გამოიყენეთ სხვადასხვა მიზნებისთვის: კანისა და თმის სილამაზისთვის, კბილებისთვის და არამხოლოდ...