ეს რეცეპტები ნამდვილად გექცევათ წამლად გულის უკმარისობის დროს

გულ - სისხლძარღვთა უკმარისობით დაავადებულთათვის პირველ რიგში აუცილებელია სიმშვიდე, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციონალური. უნდა ავაცილოთ ცხოვრების ყველა ამაღელვებელი მომენტი, აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს კვებისა და დასვენების განსაზღვრული რეჟიმი. იმდენად, რამდენადაც გულით ავადმყოფებს ხშირად დარღვეული აქვთ ძილი, არ უნდა დაგვავიწყდეს მკურნალობის დანიშვნის დროს დამამშვიდებელი და საძილე პრეპარატების ჩართვა.

რეცეპტები:
  • გულის ქრონიკული უკმარისობის დროს გამოიყენება სათითურას გამხმარი ფოთლები ფხვნილის სახით. განასხვავებენ პრეპარატის სრულ (0,1 გ ერთხელ დღეში ) და არასრულ (0,05 გ 1 - 3 - ჯერ დღეში ) დოზას.

  • გულ - სისხლძარღვთა უკმარისობის დროს მიიღება ადონისის (ცხვირსატეხელას ) ნაყენი: 1 ს/კ ნედლეულს დავასხათ 300 მლ მდუღარე. დავაყენოთ თერმოსში 2 სთ გავწუროთ. მივიღოთ 50 მლ 3 -ჯერ დღეში.

  • 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ გულყვითელას (კალანდულას) ყვავილებს დავასხათ 500 მლ მდუღარე, დავაყენოთ 1 სთ, მივიღოთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა 2 - 3 - ჯერ დღეში. გულყვითელა ანელებს გულის შეკუმშვათა რითმს და აძლიერებს გულის კუნთის მუშაობას.

  • პერიოდულად მიიღეთ იოდის ნაყენის 10 წვეთი 200 მლ რძეზე დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე 0,5 სთ - ით ადრე. მკურნალობის კურსი 15 დღეა, განმეორებითი კურსი - 2 თვის შემდეგ.

  • კუნელის ნაყოფის ნაყენი სვით 2 - 3 ჯერ დღეში ჩაის მაგივრად. კუნელის ყვავილების ნახარში ( 10 გრ 200 მლ მდუღარეზე ) მიიღეთ 3 - ჯერ დღეში ნახევარ- ნახევარი ჭიქა.
    კუნელის თხიერი ექსტრაქტი - კარგი საშუალებაა მოციმიმე არითმიის მოვლენებით მიმდინარე გულის ქრონიკული უკმარისობის დროს. მიიღეთ 25 წვეთი 3 - 4- ჯერ დღეში.

  • სტაფილოს წვენი სასარგებლოა გულის ყველა სახის დაავადებების დროს. მიიღება ნახევარი ჭიქა 3 - ჯერ დღეში.

  • ძალიან სასარგებლოა წვენების შემდეგი ნარევი: სტაფილოს წვენი - 7 წილი, ნიახურის წვენი - 4 წილი, ოხრახუშის წვენი - 2 წილი, ყველა აურიეთ ერთმანეთს და მიიღეთ დღის განმავლობაში.
шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

დღის ყველაზე კითხვადი

კარგად მახსოვს, ბავშვობაში დედა სურდოს კალანჰოეს მწვანე ფერის წვენით მკურნალობა. ეს მცენარე - არა..

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: