რა იწვევს ბართოლინის ჯირკვლის ანთებას და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას

ბართლონიტი - ბართლონის ჯირკვლის სადინარების ანთებაა, ის განთავსებულია საშოს კარიბჭის შესასვლელთან. გამომწვევი ყველაზე ხშირად არის სტაფილოკოკი ან გონოკოკი, იშვიათად ნაწლავის ჩხირი. ანთება შეიძლება თავისუფლად ჩაცხრეს ინფლატაციის პერიოდში, ინფილტრატი გაიწოვება და ხდება თვითგანკურნება - თუ ასე არ მოხდა ყალიბდება აბცესი. მწვავე ბართოლინიტის დროს, ჯირკვლის დაჩირქება იწვევს ტემპერატურის მომატებას, შეინიშნება შეწითლება, შეშუპება, იშვიათად მტკივნეულია დიდი სასირცხო ბაგის შუა მესამედში ზოგ შემთხვევაში არის რეციდივი, ქრონიკული ანთების დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს კისტა.

რეცეპტები:
  • 200 გრ ალოეს მწვანე ფოთლებს მოაჭერით ეკლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებულ ფაფას დაუმატეთ 400 გრ თაფლი და 400 მლ წითელი ღვინო. დადგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ 1 სთ, გააცივეთ გაწურეთ. მრავალშრიან დოლბანდში. მიიღება 1ს/კ 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. მიღებიდან 10 წუთის შემდეგ მიიღეთ 1/2 ჭ შემდეგი ნახარში: 40 გრ ისლანდიური ხავსი, 50 გრ მინდვრის შვიტა, 100 გრ - ჭინჭარი, 100 გრ მატიტელა 2 ს/კ ნაკრებს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ დახურულ ჭურჭელში, ნელ ცეცხლზე 10 წთ, გააცივეთ, გაწურეთ.

  • 1 კგ თათლი, 300 გრ გატარებული ნიგოზი, 100 გრ ნიორი - ორთქლზე მოხარშული და დაჭყლეტილი და 50 გრ კამის დაფქვილი თესლი, ყველაფერი კარგად აურიეთ. მიიღება 1 ს/კ ჭამიდან 2 სთ - ის შემდეგ. 10 - 15 წუთის შემდეგ დალიეთ 1/3ჭ ნახარში: სააფთიაქო პირკავა, ფიჭვის ნედლი ყლორტები, კაკლის ფოთლები, ისლანდიური ხავსი, გრაკალა, შავთარა ბალახი, ნეგოს ყვავილი, ყველა კომპონენტი აიღეთ თანაბარი რაოდენობით 2 ს/კ დაქუცმაცებულ ნაკრებს შეურიეთ 1 ჩ/კ ვალერიანის პირები, დაასხით 1/2 ლ მდუღარე, ადუღეთ ნელ ცეცხლზე, დახურულ ჭურჭელში, 15 წთ, გააცივეთ, გაწურეთ.

  • აბცესი თუ გაიხსნა, მოიბანეთ კრაზანას ნახარშით: 2 ს/კ კრაზანას ყვავილებს და ბალახს დაასხით 1/2 ლ მდუღარე, ადუღეთ ნელ ცეცხლზე , დახურულ ჭურჭელში 2 - 3 წთ, გააცივეთ, გაწურეთ.

  • მალამო კურდღელის ან ბოცვერის ქონი 50 გრ, ფუტკრის ცვილი 5 გრ, კრაზანას დაფქული ყვავილები 20 გრ, ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს, დადგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ მალამოს სისქის მიღებამდე დაადეთ ჭრილობაზე აბცესის გახსნის შემდეგ.
шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

დღის ყველაზე კითხვადი

კარგად მახსოვს, ბავშვობაში დედა სურდოს კალანჰოეს მწვანე ფერის წვენით მკურნალობა. ეს მცენარე - არა..

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: