საკვები სოდის გამოყენების 11 საოცარი გზა. მარტივი გამოსავალი რთული სიტუაციებიდან

საკვები სოდის გამოყენების 11 საოცარი გზა. მარტივი გამოსავალი რთული სიტუაციებიდან
თითეული დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება ერთი შეხედვით უბრალო, საკმაოდ იაფი პროდუქტი, რომელსაც საკვები სოდის სახელწოდებით ვიცნობით. როგორც წესი, მოცემულ პროდუქტს სხვადასხვა გემრიელი კერძების მოსამზადებლად ვიყენებთ, თუმცა მისი გამოყენების სპექტრი გაცილებით ფართო და მასშტაბურია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. უკვე მრავალი წელია, რაც საკვები სოდა ალტერნატიულ მედიცინაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება.



საკვები სოდის უპირატესობები

  1. პირის ღრუს ჰიგიენა
    საკვები სოდა კბილის პასტის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა, რომელიც ძალზედ ეფექტურია კბილის ემალის გასათეთრებლად. რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდებული ამ ნივთიერებით კბილის პასტის სრულად ჩანაცვლება, რადგან ყოველდღიურად სოდის კრისტალების გამოყენება განაპირობებს კბილის ემალის ნგრევას. კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ გამოივლეთ პირის ღრუში შემდეგი ხსნარი: 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში ჩაამატეთ 2 სუფრის კოვზი საკვები სოდა და კარგად მოურიეთ. რეგულარულად ამ ხსნარის გამოვლებით თქვენ არა მხოლოდ შეძლებთ უსიამოვნო ნადების მოშორებას კბილებიდან, არამედ გაიჯანსაღებთ მთელ პირის ღრუს, რადგან მოცემული იაფი პროდუქტისთვის ანტიბაქტერიული თვისებებია დამახასიათებელი.



  2. დეოდორანტი
    თუ ხელთ დეოდორანტი არ მოგეპოვებათ, ისარგებლეთ საკვები სოდისგან მომზადებული პასტისებრი მასით. საკვებ სოდაში ჩაამატეთ იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ კბილის პასტის კონსისტენციის მქონე მასა. წაისვით ის იღლიებზე თხელ ფენებად, დაიტოვეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ამ მეთოდის ეფექტურობა სასიამოვნოდ გაგაოცებთ!



  3. ქერტლის საწინააღმდეგო საშუალება
    ქერტლის მოსაშორებლად, დაიბანეთ თმა შმპუნის გამოყენებით და შემდეგ შეიზილეთ თავის კანზე 1 მუჭი საკვები სოდა. პროცედურის დამთავრების შემდეგ კარგად დაიბანეთ თავი გრილი წყლით. გარდა ამისა, ქერტლს ეფექტურად უმკლავდება შამპუნი, რომელშიც მცირეოდენი ეს ნივთიერებაა ჩამატებული. თმის ერთი დაბანისთვის საჭირო რაოდენობის შამპუნში ჩაამატეთ 1 მწიკვი საკვები სოდა. მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!



  4. საშუალება გულძმარვის წინააღმდეგ
    საკვები სოდა - კუჭის მჟავის არაჩვეულებრივი ნეიტრალიზატორი. თუ გულძმარვის დამარცხება გსურთ, მიიღეთ შინაგანად შემდეგი ნარევი: 200 გრამ თვილ წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი საკვები სოდა.



  5. საკვები სოდა დამწვრობისა და მწერების ნაკბენის წინააღმდეგ
    თუ თქვენ მწერმა გიკბინათ ან მზისგან დამწვრობა მიიღეთ, ისარგებლეთ საკვები სოდისგან მომზადებული პასტისებრი მასით. წაისვით ის კანის დაზიანებულ მონაკვეთზე თხელ ფენად, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.



  6. ფეხების დაღლილობა
    დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ფეხებში სიმძიმის განცდა შეგიძლიათ მოიხსნათ სოდიანი აბაზანით. ჩაამატეთ 3 ლიტრ თბილ წყალში 3 სუფრის კოვზი საკვები სოდა და მიღებულ ნარევში ჩაალაგეთ ფეხები რამდენიმე წუთით. ხანმოკლე დროში საოცარ შვებას იგრძნობთ!



  7. საშუალება სოკოს წინააღმდეგ
    სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ მოამზადეთ შემდეგი პასტისებრი მასა: 1 სუფრის კოვზ საკვებ სოდაში ჩაამატეთ მცირე რაოდენობით წყალი. მიღებული მასა წაისვით კანის დაზიანებულ მონაკვეთზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ყოველდღიური პროცედურების შედეგად პრობლემა ხანმოკლე დროში წარსულში დარჩება.



  8. საშუალება ჭინჭრის გამონაყრის წინააღმდეგ
    მოცემული პრობლემის გადასაჭრელად რეკომენდებულია დღის განმავლობაში 3-ჯერ თბილი აბაზანის მიღება 400 გრამი საკვები სოდის ჩამატებით.



  9. დასიცხვა
    პატარებს საკმაოდ ხშირად უჩნდებათ ეს პრობლემა ზაფხულის ცხელ დღეებში. მოცემული უსიამოვნო პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად მოამზადეთ შემდეგი ხსნარი: 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი საკვები სოდა და კარგად მოურიეთ. მიღებულ საშუალებაში ჩაალბეთ ბამბა და მსუბუქად დაუმუშავეთ პატარას კანის დაზიანებული მონაკვეთი.



  10. სურდოს საწინააღმდეგო საშუალება
    თუ თქვენ სურდო გაწუხებთ, სხვადასხვა სააფთიაქო პრეპარატების გამოყენების ნაცვლად, ისარგებლეთ შემდეგი საშუალებით: 1/8 ჩაის კოვზი სოდა ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზ წყალში. ჩაიწვეთეთ ცხვირის ორივე ნესტოში მომზადებული საშუალება დღის განმავლობაში 3-ჯერ.



გასაოცარია, არა? ვიმედოვნებთ, რომ მოცემული ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!