საშუალებები, რომლებიც კარგად არეგულირებს მაღალ არტერიულ წნევას.

ახლანდელ დროში, 18 წელზე მეტი ასაკისთვის, არტერიული წნევის ზედა ზღვრის ნორმად ითვლება 140/90 მმ ვერცხლისწყლის სვეტისა.
ყოველი ადამიანისათვის თავისი "ნორმალური" არტერიული წნევა ის წნევაა, რომლის დროსაც ის თავს კარგად გრძნობს. დაბალწნევიან ადამიანს შეიძლება 130 - ზე განუვითარდეს კრიზისი, მაღალწნევიანი კი კარგად გადაიტანს 200/120- საც კი და არ აქვეითებს მას, თუმცა კორექცია აუცილებელია.
ნორმაში მარჯვენა და მარცხენა ხელის წნევებს შორის განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს 10 % - ს. ორიენტირებას ვახდენთ უფრო მაღალზე. ღამით წნევა ქვეითდება დაახლოებით 10 - 20 % - ით.

ჰიპერტონიული დაავადება - ეს არტერიული წნევის ხანგრძლივი მომატებაა, რომელიც არაა განპირობებული სხვადასხვა ორგანოებში ორგანული ცვლილებებით. ორგანოებში ორგანული დაზიანებების დროს ჰიპერტონია ატარებს მხოლოდ მეორად ხასიათს.
დაავადების წარმოშობის მიზეზებს მიეკუთვნება ისეთი არახელსაყრელი ფაქტორები, როგორიცაა ნერვული სისტემის ხანგრძლივი გადაძაბვა, ხშირი სტრესული მდგომარეობები.

რეცეპტები:
  • 100 გრ ნიგოზი დავნაყოთ და ავურიოთ 0,5 კგ თაფლი, მივიღოთ 3 - ჯერ დღეში ნახევარი ს/კ.

  • 0,5 ლ კეფირში შევურიოთ 1 ჩ/კ დაფხვნილი დარიჩინი. მივიღოთ თითო ჭიქა 2 - ჯერ კვირაში.

  • გრეიფრუტის, მარწყვის და შავი მოცხარის ახალი ნაყოფი აქვეითებს სისხლის წნევას.

  • თუთის ხის ქერქის ნახარში: 1 ს/კ დაქუცმაცებული ქერქი 0,5 ლ წყალზე ვადუღოთ 10 წთ ნელ ცეცხლზე, დავაყენოთ 10 - 12 სთ, გავწუროთ. ვსვათ მუდმივად წყლის მაგივრად.

  • 2 ჩ/კ წიწმატურას ბალახი დავაყენოთ 8 სთ. 400 მლ გადადუღებულ ცივ წყალზე. მივიღოთ 2 - 2 ს/კ 3 - 4- ჯერ დღეში.

  • კარგად არეგულირებს წნევას ყურძნის წვენი. მომატებულ წნევას აქვეითებს, დაბალს კი - ამაღლებს. დღეში საჭიროა ვჭამოთ 1 კგ - მდე ყურძენი ან დავლიოთ თითო ჭიქა ყურძნის წვენი 3 - ჯერ დღეში. მივიღოთ უზმოზე, ჭამამდე 1 სთ ადრე. მკურნალობის კურსი გრძელდება ერთ თვემდე.

  • მოვამზადოთ ნაკრები: 1 ჩ/კ იასამნის, 1 ჩ/კ კომშის, 1 ჩ/კ თუთის დაქუცმაცებული ფოთლები. დავასხათ ამ ნარევს 1 ლ მდუღარე, დავაყენოთ 1 სთ. გავწუროთ. შევინახოთ გრილ ადგილას, ვსვათ წყლის მაგივრად.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: