ლამაზი და გემრიელი ღვეზელი მზესუმზირა- ყველას გეყოფათ

ლამაზი და გემრიელი ღვეზელი მზესუმზირა- ყველას გეყოფათ
ამ უგემრიელეს ღვეზელში ყველაფერია გაერთიანებული- გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, ამასთან გემრიელია და ძალიან პრაქტიკულია მისი მომზადება, თუკი მეგობრების კამპანიაში აპირებთ დროის გატარებას.
გულთავსის არჩევისას შეზღუდული არ ხართ- შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ლობიო, ისე სოკო და ყვავილოვანი კომბოსტო.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი- 400გ
  • მარილი- 0,5 ჩ.კ
  • კვერცხი- 2ცალი
  • მშრალი საფუარი- 2ჩ.კ
  • ხახვი- 1თავი
  • ხმელი სუნელი- 1ჩ.კ
  • რძე- 100მგ
  • შაქარი- 1ს.კ
  • კარაქი- 50გ
  • ქათმის ფარში- 250გ
  • მცენარეული ზეთი- 2ს.კ
  • შავი დაფქული წიწაკა- გემოვნებით
მომზადების წესი:
  1. თბილ რძეში დაუმატეთ საფუარი, მარილი, შაქარი, დარბილებული კარაქი და გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი, მოათავსეთ ჯამში, გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ დაახლოებით 1 საათი ამოსაფუებლად.
  2. ტაფა გაახურეთ და მოთუშეთ ხახვი სანამ ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ დაუმატეთ ქათმის ფარში და მანამ თუშეთ სანამ მზად არ იქნება. დაამატეთ სუნელები.
  3. ცომი გააბრყელეთ ორ ნაწილად და გააბრტყელეთ.
  4. ერთი ნაწილი დააფინეთ საცხობ ფორმაზე, მის გვერდებზე გადაანაწილეთ ყველი. შუაგულში მოათავსეთ ფარში. დააფინეთ ზემოდან მეორე ფენა და ხელით შეკარით.
  5. აიღეთ ღრმა თეფში და მისი დახმარებით ყვავილის ფორმა მიეცით ღვეზელს.გააჩერეთ 20 წითი. შემდეგ წაუსვით კვერცხის გული.
  6. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და აცხვეთ 25- 30 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით.