როგორ გავარჩიოთ ნამდვილი კარაქი ფალსიფიცირებულისგან: 9 უტყუარი მეთოდი

როგორ გავარჩიოთ ნამდვილი  კარაქი ფალსიფიცირებულისგან: 9 უტყუარი მეთოდი
როდესაც სუპერმარკეტში კარაქს ვყიდულობთ, ვცდილოთ ყურადღება გავამახვილოთ მის შემადგენლობაზე. ყველა მწარმოებელი ამტკიცებს, რომ მათი პროდუქტი ბაზარზე საუკეთესოა.
  1. იმისათვის რომ არ მოვტყუვდეთ, საჭიროა ვიცოდეთ როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული კარაქი ნამდვილისგან.

  2. გახსოვდეთ, რომ ნამდვილი კარაქი მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან- რძისა და ნაღებისგან შედგება.

  3. ნამდვილი კარაქი შესაძლებელია ამოვიცნოთ ფასითაც- ხარისხიანი კარაქი ძალიან დაბალი ფასის მქონე ვერ იქნება.
  4. ფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კარაქი არც ძალიან ყვითელი უნდა იყოს და არც ძალიან თეთრი.

  5. ნამდვილი კარაქი არ უნდა რჩებოდეს არც დანაზე და არც შეფუთვაზე.
  6. კარგად დააკვირდით გამოშვების ხარისხს-თუ კარაქი ნამდვილი რძისგანაა დამზადებული, მისი შენახვის ვადა 10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

  7. როდესაც ნამდვილი კარაქი გალღვობას იწყებს, ზედაპირზე ბუშტები არ უნდა უჩნდებოდეს. თუ მაინც ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ მარგარინი გაქვთ შეძენილი.

  8. თუ კარაქი ნამდვილი ნაღებისგანაა დამზადებული, ის მაგარი და პრიალა იქნება
  9. პურზე წასმის დროს ნამდვილი კარაქი სწორად და თანაბრად უნდა ისმეოდეს.