ქალმა უსახური ბაღი საოცრებად აქცია! აი, მესმის საჩუქარი...

ქალმა უსახური ბაღი საოცრებად აქცია! აი, მესმის საჩუქარი...
ერთ პატარა გოგონას ძალიან გაუმართლა. მორიგი სათამაშოს ნაცვლად, დაბადების დღეზე მან ნამდვილი ბაღი მიიღო საჩუქრად. დედამისმა მოსაწყენი და უსახური ბაღისგან ნამდვილი საოცრება შექმნა.



Fpaparazzi გთავაზობთ შესანიშნავ იდეებს, თუ როგორ შექმნათ საიდუმლო ოაზისი პატარებისა და დიდებისთვის.

საბავშვო კუთხე საკუთარი ხელებით

საიდუმლო ბაღი - ნამდვილად მყუდრო ადგილია, სადაც შეგიძლია უცხო თვალს მიეფარო, დაისვენო, ითამაშო მეგობრებთან ან წაიკითხო.



თავდაპირველად მომავალი ბაღის პერიმეტრი შეიქმნა. მაღალმა ხეებმა და პატარა ჭიშკარმა საბავშვო კუთხე უცხოებისგან გამოჰყო.



თუმცა, მშობლებს შესაძლებლობა აქვთ თვალყური ადევნონ პატარებს, რადგან ხის ჭიშკარს პატარა ფანჯარა აქვს.



შემდეგ დედამ დაგეგმა, სად მოაწყობდა ბაღის სხვადასხვა ელემენტებს. აქ თოჯინების სახლიცაა, პატარა შადრევანიც და სკამიც. ბაღში მდიდარი ფანტაზიის წყალობით უამრავი რამის მოწყობა შეიძლება: ჰამაკი, საქანელა, ჭადრაკის დაფა და ა.შ.



ჭადრაკის დაფა მართლაც უჩვეულო გამოვიდა. დედამ უბრალოდ აგურები ჩამარხა მიწაში და საოცარი ფიგურები შექმნა. ასეთი გასართობი ძალიან მოეწონებათ ბავშვებს და თავადაც მოინდომებენ ფიგურების შექმნას.



თვითნაკეთი შადრევანი შესანიშნავი ბონუსია საბავშვო ადგილისთვის.



მოხერხებულმა დედამ ბაღის დიდი ქოთანი აიღო და მიწით შეავსო. ნამდვილი თოჯინის სახლი გამოვიდა პატარა ბაღით. ზღაპრული ელფებისა და ფერიების საცხოვრებელს ჰგავს.

ცისარტყელისა და ყვავილების გარეშე პრონცესის სახლი წარმოუდგენელია. სურნელებისა და ტექსტურების ფეერიაა.



ამ თვითნაკეთ სკამში სათამაშოების, წიგნებისა და სხვადასხვა ნივთების განყოფილებაცაა.



საღამოს, ამ საიდუმლო ბაღის შემხედვარეს სუნთქვა გეკვრის, კაშკაშა გირლიანდა ზღაპრულად ალამაზებს აქაურობას.