ბავშვთა გულ- სისხლძარღვთა დაავადებებს ხალხური მედიცინა უებარი რეცეპტებით მკურნალობს

ბავშვთა გულ- სისხლძარღვთა დაავადებებს ხალხური მედიცინა უებარი რეცეპტებით მკურნალობს
ბავშვის გულ - სისხლძარღვთა სისტემას მოზრდილებთან შედარებით განსაზღვრული უპირატესობა აქვს: ბავშვის გული გამოირჩევა დიდი ამტანობით, ძალების დიდი მარაგით და გარემო ზემოქმედებისადმი წინააღმდეგობის დიდი უნარით. მოუხედავად ამისა, ბავშვებში გულის დაავადებები მაინც გვხვდება და ამასთან, ყველა ასაკში. ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ გულის დაავადებების განვითარებას, მიეკუთვნება ინფექციები, ფიზიკური და ფსიქიკური გადატვირთვა.

ხალხური მედიცინა , ბავშვებში გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ, გვირჩევს შემდეგ ნაკრებებსა და ნაყენებს:
  • გულის მანკების დროს ასვით ჭარხლის წყლიანი ნაყენი.

  • გულყვითელას ( კალანდულას ) ყვავილების 2 ჩ/კ დააყენეთ 1 საათის განმავლობაში 2 ჭიქა მდუღარეზე, გაწურეთ. ასვით 50 - 50 მლ 3 - 4 - ჯერ დღეში გულის რითმის დარღვევის დროს.

  • 300 გრ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 4 - 5 გრ ყვითელი ცხვირისატეხელას ( ადონისის ) ბალახი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე არაუმეტეს 3 წუთისა, თავდახურული დააყენეთ თბილ ადგილას 30 წუთი, გაწურეთ. ასვით თითო სუფრის კოვზი 3 - 4 ჯერ დღეში გახშირებული გულისცემის დროს. ჩვეულებრივ, რამდენიმე დღის შემდეგ აღდგება ნორმალური გულისცემა.

  • ცისკარას გამხმარი ძირების 40 გრ ადუღეთ 1 ლიტრ წყალში 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე და დააყენეთ 1 საათი თბილ ადგილას. ასვით ას - ასი მილილიტრი 3 - 4 - ჯერ დღეში. ნაყენი გამოიყენება ქოშინის საწინააღმდეგოდ შორსწასული მანკების დროს.

  • რუსული ღიღილოს ყვავილების 1 - 2 ჩ/კ - ს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ. ასვით სუფრის კოვზით 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე - გულისფრიალის შეტევის დროს.

  • დიდგულას დანაყილი ძირების 150 გრ დაასხით 500 გრ წყალი, ადუღეთ წყლის აბაზანაზე 15 წთ, გააცივეთ, გაწურეთ. ასვით 50 - 50 გრ 3 - ჯერ დღეში წყალმანკის დროს. წყალმანკის საწინააღმდეგოდ სასარგებლოა წიწმატის ჭამა.

სტატიის ავტორი: მამა დავითი ( გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი