მიირთვით ეს 12 პროდუქტი და გულის დაავადებები თქვენთვის უცხო გახდება.

მიირთვით ეს 12 პროდუქტი და გულის დაავადებები თქვენთვის უცხო გახდება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ნიკოტინზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულებით, მიჰყვებიან ცხოვრების ნაკლებად აქტიურ სტილს, ხშირად უწევთ სტრესულ გარემოში ყოფნა, იღებენ ზედმეტად მარილიან და არაჯანსაღ საკვებს, იმყოფებიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ.

ყოველივე ზემოთ ხსენებულს მივყავართ სისხლძარღვების დაბინძურებამდე, რის შედეგადაც საგრძნობლად ფერხდება სისხლის მიმოქცევა და შინაგანი ორგანოების მომარაგება მათი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით. იმის შესახებ, რომ ჩვენი არტერიები დაცობილი და დაბინძურებულია, მიგვითითებს შემდეგი სიმპტომები: ტკივილი გულ-მკერდისა და კისრის არეში, სუნთქვის გართულება, ზედა და ქვედა კიდურების ხშირი დაბუჟება.

როდესაც არტერიები დაბინძურებული და დაბლოკილია, ჩვენს გულს უწევს აქტიურ რეჟიმში მუშაობა, რათა მოახერხოს სისხლის გადატუმბვა. ამის შედეგად საგრძნობლად ზიანდება გულის კუნთი.

საბედნიეროდ, არტერიების გაწმენდა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა მარტივადაა შესაძლებელი, თუ კვების რაციონს რამდენიმე საოცრად სასარგებლო პროდუქტით გავამდიდრებთ.

პროდუქტები, რომლებიც წმენდს სისხლძარღვებს და გვიცავს გულის შეტევისგან:

  1. ახალი ხილი

    ახალი ხილი წარმოადგენს ვიტამინების, მინერალების, უჯრედისისა და ანტიოქსიდანტების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. თითოეული ეს ნივთიერება ხელს უწყობს გულის კუნთს გამართულად ფუნქციონირებაში და წმენდს სისხლძარღვებს.

  2. შავი ლობიო

    უჯრედისით მდიდარი ეს პროდუქტი ბუნებრივი გზით ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და წმენდს ჩვენს სისხლძარღვებს.

  3. სკუმბრია

    თევზის ეს სახეობა წარმოადგენს ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების დიდ წყაროს, რომელიც ამცირებს სისხლის წნევას და ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში. ეს პროდუქტი არა მხოლოდ წმენდს სისხლძარღვებს, არამედ უბრუნებს მათ ელასტიურობას, რაც სასარგებლოდ ისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. გაამდიდრეთ კვების რაციონი სკუმბრიით, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა მრავალი წლით.

  4. ისპანახი

    წარმოადგენს ვიტამინებისა და უჯრედისის დიდ ბუნებრივ წყაროს. თუ თქვენ კვების რაციონს ისპანახით გაამდიდრებთ, შეძლებთ გულის დაავადებებთან დაკავშირებული ფერმენტების დონის შემცირებას.

  5. სელის ფქვილი

    E ვიტამინით, ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებითა და უჯრედისით მდიდარი ეს საოცრად სასარგებლო პროდუქტი მთლიანად გაწმენდს თქვენს სისხლძარღვებს.

  6. თხილეული

    მონოგაუჯერებელი ცხიმებით, გოგირდითა და სხვა სასარგებლო მინერალებით მდიდარი თხილეული დაახლოებით 57%-მდე ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარეის რისკს.

  7. ავოკადო

    შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც არეგულირებს გულის რიტმსა და სისხლის წნევას. მონოგაუჯერებელი ცხიმები, რომლებიც ჭარბადაა ამ პროდუქტში, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

  8. მზესუმზირის თესლი

    E ვიტამინით მდიდარი ეს პროდუქტი გვიცავს ქოლესტერინის დონის მატებისგან.

  9. მწვანე ჩაი

    ამ საოცრად გემრიელ და არომატულ ჩაის შეუძლია ლიპიდებისა და ქოლესტერინის დონის შემცირება, რის შედეგადაც თავიდან ვირიდებთ არტერიებში ცხიმების დაგროვებას.

  10. კაპსაიცინი

    ეს შენაერთი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს კაიენის წიწაკა, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და თავიდან გვარიდებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.

  11. ნიორი

    ამცირებს არტერიულ წნევას და არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, რაც სასარგებლოდ ისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

გაამდიდრეთ კვების რაციონი ამ პროდუქტებით, რათა შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა მრავალი წლით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!