რატომ ეცემა წნევა და რა ცვლილებები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში

რატომ ეცემა წნევა და რა ცვლილებები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში
არტერიული ჰიპოტონია მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ამასთან, განასხვავებენ ქრონიკული ფორმის პირველ და მეორე ტიპებს. მწვავე არტერიული ჰიპოტონია რამდენიმე საათში, წუთსა და ზოგჯერ წამშიც კი ვითარდება. მას ახასიათებს თავის ტვინის ჟანგბადოვანი შიმშილი, ცალკეულ შინაგან უმთავრესად ვითარდება სისხლდენის, მოწამვლის, სერიოზული ტრამვის, ანაფლაქსიური შოკის დროს.

რატომ ეცემა წნევა
ალბათ არ არსებობს ადამიანი, სიცოცხლეში ერთხელ მაინც რომ არ განეცადოს სისუსტის უეცარი შეტევა, თავბრუსხვევა, აპათია, გულისრევა და თავის ტკივილი. ყველა ეს სიმპტომი შეიძლება წნევის უეცარმა ვარდნამ გამოიწვიოს, ეს უკანასკნელი კი ორგანიზმში მიმდინარე სერიოზული ძვრების მანიშნებელია.
  • არსებობს პროცედურები, რომელთა შემდეგაც სისხლძარღვები ფართოვდება და, ამის კვალობაზე, არტერიული წნევა ეცემა. მათ შორის აღსანიშნავია აბანო, საუნა, სოლარიუმი. თუ მერყევი წნევა გაქვთ, ასეთი პროცედურებისგან თავი უნდა შეიკავოთ. თავბრუსხვევა შესაძლოა ცხელი შხაპის ან აბაზანის დროსაც იგრძნოთ, თუ სააბაზანო ოთახი პატარაა და დახურული. ასეთ შემთხვევაში ფრთხილად უნდა იყოთ!

  • წნევის დამწევი მედიკამენტების დოზის გადაჭარბება უკვე ვახსენეთ, თუმცა არტერიული წნევის დაქვეითება სხვა პრეპარატებმაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა, დამაწყნარებელმა თუ საგულე, ტკივილგამაყუჩებელმა თუ სპაზმოლიზმურმა საშუალებამ.

  • წნევის ვარდნის ერთ - ერთი მიზეზია დეპრესია. დეპრესიის ასთენიუ, აპათიურ, ანჰედოინურ ფორმებს ყოველთვის ახლავს თან ეს სიმპტომი.

  • არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც ადამიანის ორგანიზმში ჭარბად გამოიყოფა აცეტილოქოლინი. ამ უკანასკნელს სისუსტის ნეიროტრანსმიტერსაც უწოდებენ. ის მრავალ სხვა სიმპტომთან ერთად წნევის დაქვეითებასაც იწვევს.

  • არტერიული წნევა ეცემა კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავებისა და პანკრეატიტის დროს.

როგორც უკვე ითქვა, დაბალი არტერიული წნევა და გაიშვიათებული მაჯისცემა ჰიპოტონიურ მდგომარეობას გამოხატავს. საზოგადოდ, დაბალ წნევად მიიჩნევდნენ ვერცხლისწყლის სვეტის 100/60 მმ - ზე დაბალ მაჩვენებლებს, თუმცა ეს პარამეტრები მკაცრად განსაზღვრული არ არის და ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებზე დამოკიდებულებით მეტად ინდივიდუალურია. არტერიული ჰიპოტონია გვხვდება როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმულ ასაკში. ის ფიზიოლოგიურიც შეიძლება იყოს და პათოლოგიურიც.

  • ფიზიოლოგიური არტერიული ჰიპოტონია სავსებით ჯანმრთელ ადამიანებში გვხვდება. ის განპირობებულია მემკვიდრეობითი განწყობითა და ორგანიზმის კონსტიტუციური თავისებურებებით. ასეთი ადამიანები, მიუხედავად დაბალი არტერიული წნევისა, თავს კარგად გრძნობენ, არაფერს უჩივიან და შესანიშნავად ასრულებენ სხვადასხვა სირთულის ფიზიკურ თუ გონებრივ სამუშაოს. დაბალი არტერიული წნევა, როგორც ფიზიოლოგიური რეაქცია, გვხვდება სპორტსმენებშიც.

  • წნევამ შესაძლოა ორგანიზმის აკლიმატიზაციისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის დროსაც დაიწიოს. როგორც მთაში, ჩრდილოეთის ზეგნებზე, ასევე ცხელი კლიმატის ქვეყნებში მოხვედრილ ადამიანს წნევა ხშირად მკვეთრად უვარდება. ამის მიზეზი ატმოსფერულ ჰაერში ჟანგბადის დაბალი შემცველობა, ჰაერის მაღალი ან დაბალი ტემპერატურა და სხვა თავისებურებებია.

  • პათოლოგიური არტერიული ჰიპოტონია აღინიშნება ქალატვინის ტრამვების, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოფუნქციის დროს, პოსტოპერაციულ პერიოდში, დამახასიათებელია აგრეთვე ქრონიკულად მოავადე დასუსტებული პირებისათვის. წნევის უეცარი ვარდნა აღინიშნება კოლაფსის, მასიური სისხლდენის, შოკური მდგომარეობის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და მძიმე მოწამვლის დროს.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა