უზბეკური სამეფო ღვეზელი, რომელიც მარტივი პროდუქტებისგან მზადდება

უზბეკური სამეფო ღვეზელი, რომელიც მარტივი პროდუქტებისგან მზადდება
ამ ღვეზელს ხშირად სხვადასხვა გულსართით აკეთებენ, თუმცა ამჯერად ჩვენ ტრადიციულ რეცეპტს გთავაზობთ

საჭირო მასალა:
  • 0,5 კგ ფქვილი
  • 100გ მარგარინი
  • 100გ არაჟანი
  • 1კვერცხი
  • ½ ჩ.კ სოდა
  • ½ ჩ.კ მარილი
  • 300გ კარტოფილი
  • 100გ ხახვი
  • 250 გ ქათმის ფილე
  • ½ ჩ.კ მარილი
  • ¼ ჩ.კ პილპილი
  • 50გ მწვანილი
  • 1ს.კ წყალი
მომზადების წესი:
  1. დარბილებული მარგარინი მოათავსეთ ღრმა ჯამში. დაუმატეთ არაჟანი და მანამ ურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  2. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ მიღებულ მასას.

  3. სოდა გახსენით ძმარში და დაუმატეთ მასას.

  4. ფქვილი გაცერით და ნელ-ნელა დაუმატეთ არაჟნიან მასას. შემდეგ გააჩერეთ ნახევარი საათით, რათა მასა ამოფუვდეს.
  5. გულსართისთვის ქათმის ფილე დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად.
  6. ხახვი და კარტოფილი გაასუფთავეთ. ხახვი დაჭერით რგოლებად, ხოლო კარტოფილი კუბებად. მწვანილი დაჭერით წვრილად. ყველა ეს ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ მარილი და პილპილი.

  7. ცომი გაყავით 2 ნაწილად (ერთი მათგანი მეორეზე ცოტა დიდი უნდა იყოს). დიდი ნაწილი გააბრტყელეთ და დააფინეთ საცხობ ფორმაზე, მეორე ნაწილი კი შეინახეთ გასაფორმებლად.

  8. ფირველ ფენაზე გადაანაწილეთ გულსართი, ცომის მეორე ნაწილი გადააფარეთ ზემოდან და გააფორმეთ გემოვნებით. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1,5 სათის განმავლობაში.