ვარჯიშები მყისიერი შედეგით: ბარძაყების დათხელება და ტონუსში მოყვანა მაქსიმალურადმ მოკლე ვადაში

ვარჯიშები მყისიერი შედეგით: ბარძაყების დათხელება და ტონუსში მოყვანა მაქსიმალურადმ მოკლე ვადაში
ფიზიკური ვარჯიში ალბათ ყველაზე მარტივი გზაა, იდეალური სხეულის მისაღებად. როდესაც აქტიურად ვარჯიშობ, შეგიძლია არ დაიცვა მეტისმეტად მკაცრი კვების რეჟიმი და ამასთან გამოიყურებოდე შესანიშნავად.


უდავოდ, მუდმივად ვარჯიში ყველა ქალს არ შეუძლია. ერთი მეგობარი მყავს, რომელიც მკაცრ დიეტებს ანიჭებს უპირატესობას და მიიჩნევს, რომ უმჯობესია, იშიმშილოს, ვიდრე ივარჯიშოს. მაგრამ ავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიცაა ნივთიერებათა ცვლილება და ორგანიზმის ჯანმრთელობა მთლიანობაში. შეიძლება კარგად გამოიყურებოდე, ამასთან სერიოზული ზიანი მიაყენო ორგანიზმს.



უფრო გონივრულია სპორტით დაკავება. გთავაზობთ დუნდულების ვარჯიშის მასტერ-კლასს კატია უსმანოვასგან. ამ ვიდეოს გულგრილად ვერ შეხედავ - შესანიშნავი მოტივატორია.

როგორ მივიღოთ მკვრივი დუნდულები



უამრავი ქალი ფიქრობს, როგორ მოიშოროს ”გალიფე”: ეს გახლავთ პრობლემური ზონა, რომლის კორექცია რთულია. ეკატერინა ამბობს, რომ მცირედით უნდა დაიწყოთ. ლამაზი თეძოები, მკვრივი დუნდულები - მიღწევადია, თუ სწორად ივარჯიშებთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: გამართული მხრები. თუ გამართულად დადიხართ, ჩათვალეთ, ნახევარი საქმე გაკეთებულია.



კატია უსმანოვას რჩევები გამოადგება იმათ, ვინც რეგულარულად სტუმრობს სპორტდარბაზს და ეძებს ვარჯიშის ინდივიდუალურ ვარიანტებს. ისეთი ნიუანსი, როგორიცაა შეტყუპებული მუხლები, სრულიად ცვლის კუნთებზე დატვირთვას და ეხმარება თეძოების ლამაზი ფორმის მიღწევას.

ძალიან მნიშვნელოვანია, ვარჯიშის დასრულება გაჭიმვებით: ეს აძლიერებს დატვირთვის ეფექტს 50%-ით. კატია ყველაზე მარტივი ვარჯიშების დემონსტრირებას ახდენს, რომლის შესრულება ნებისმიერ ქალს შეუძლია!



იხილეთ, როგორ შეგიძლიათ დუნდულებისთვის სიმკვრივის შეძენა, თუნდაც ძალიან სპორტულიც არ იყოთ. არაფერი განსაკუთრებული: როგორც ცხოვრებისეულ ნებისმიერ საკითხში, აქაც შრომაა საჭირო. შედეგი კი ამად ნამდვილად ღირს: ნივთიერებათა სწორი ცვლა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მიირთვათ, რაც მოგესურვებათ, ამასთან წონაში მომატების გარეშე.

იხილეთ ვიდეო: