ამ საშუალების გამოყენების შემდეგ არც ყელის ტკივილი შეგაწუხებთ და აღარც ლორწო დაგიგროვდებათ.

ამ საშუალების გამოყენების შემდეგ არც ყელის ტკივილი შეგაწუხებთ  და აღარც ლორწო დაგიგროვდებათ.
რამდენიმე წელია, მაწუხებს ყელის ტკივილი, ყელში ლორწოს დაგროვება, ზოგჯერ სიმშრალე. აცივებისთანავე მიმწვადებოდა მდგომარეობა, მეწყებოდა სიცხეები და მჭირდებოდა ანტიბიოტიკებით მკურნალობა. მკურნალობის შედეგი დროებითი იყო და გარკვეული დროი შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. გადავწყვიტე, ფიტოთერაპიისთვის მიმემართა. წავიკითხე, რომ ხახის ლორწოვანის ანთების დროს ეფექტიანია ყელში მუხის ქერქის ნახარშის გამოვლება.

დავამზადე ასეთი ნახარში:

2 ს/კ დაქუცმაცებული მუხის ქერქი ჩავყარე მომინაქრებულ ჭურჭელში და დავასხი 1 ჩ/ჭ ცხელი წყალი. თავდახურული დავდგი მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წუთით. შეგრილებული ნახარში გადავწურე და მდუღარე წყლით ისევ 1 ჭიქამდე შევავსე. ასეთ ნახარშს ვივლებდი პირის ღრუსა და ყელში დღეში 7 - 8 - ჯერ. ორკვირიანი კურსის შემდეგ დავისვენე 2 კვირა და ისევ გავიმეორე. საგრძნობლად გამიუმჯობესდა მდგომარეობა. ყელის ტკივილი აღარ მაწუხებს, აღარც ლორწო მიგროვდება. წამლები აღარ მჭირდება. თუ გავცივდები ხოლმე, ისევ მუხის ნახარშს ვიყენებ. ამასთან ერთად, დავიწყე თაფლის რეგულარული მიღება - ყოველდღიურად ვჭამდი 3 - 4 ს/კ თაფლს. რამაც, ალბათ, ორგანიზმი მომიძლიერა.

ექიმის კომენტარი:
მუხის ქერქი მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით, პენტოზებით, პექტინებით, ფლავონოიდებით, სახამებლით, ლორწოთი და ფლობაფენით. მასში შემავალი ტანინი ამცირებს ანთებასა და ტკივილს, აჩერებს მიკროორგანიზმების ზრდას და ხოცავს მათ. ამ თვისებების გამო მუხის ქერქს ნაწლავის, სასუნთქი გზებისა და შარდგამომტანი გზების ანთებითი პროცესების, სტომატიტების, ღრძილებიდან სისხლდენის, ფაღარათის დროს იყენებენ.
მუხის ქერქის ნახარში ეფექტიანია სტომატიტის, გინგივიტისა და ფარინგიტის დროს ყელსა და პირის ღრუში გამოსავლებად. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ ნაყენს პირის ღრუში დიდხანს გაიჩერებთ, შეიძლება მგრძნობელობა დაგიქვეითდეთ.
რაც შეეხება თაფლს, მისი რეგულარული მიღება უთუოდ გამოიღებდა დადებით შედეგს, რადგან თაფლი მკვეთრად გამოხატული ანტიანთებითი და ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე პროდუქტია. ამასთან, იგი აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი