მიირთვით ეს პროდუქტები და დაივიწყეთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

მიირთვით ეს პროდუქტები და დაივიწყეთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
ფარისებრი ჯირკვალი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა. ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებზეც ორგანიზმის ჯანმრთელობაა დამოკიდებული.
მსოფლიოში დაახლოებით 300 მილიონ ადამიანს აწუხებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, უფრო ხშირად - ქალებს.

კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებთან ბრძოლაში. ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს იოდის საკმარისი რაოდენობა.
იოდის უკმარისობა იწვევს ჰიპოთირეოზს. იოდის მიღების საუკეთესოს აშუალებაა ზღვის პროდუქტების, ბოსტნეულისა და მუქი ხილის მოხმარება.

თევზი, დანსაკუთრებით ცივი ზღვებისა და ოკეანის

გარდა იმისა, რომ თევზი მდიდარია ომეგა-3-ით, ის იოდისა და მინერალების შესანიშნავი წყაროა.

იოდით მდიდარი პროდუქტები

იოდით მდიდარ პროდუქტებს მიეკუთვნება ზღვის პროდუქტები, ზღვის წყალმცენარეები, თევზის ბულიონი, ანანასი, მუქი ფერის მწვანილი. ზედმეტი იოდი შეიძლება ტოქსიკური იყოს ორგანიზმისთვის, ამიტომ რეკომენდებული არ არის წყალმცენარეებისა და იოდიზირებული მარილის ზედმეტად გამოყენება.

თესლი და მარცვლეული

მოიხმარეთ სრულმარცვლოვნები და თესლები. ჩაალბეთ წყალში გამოყენებამდე 7-24 საათით. გამოგადგებათ ლობიო, ბრინჯი, შვრია, ბარდა. შეგიძიათ დაუმატოთ იოგურტიდ ა ლიმონის წვენი.

ნიგოზი და თაფლი

ეს ნარევი აამოქმედებს ზარმაც ფარისებრ ჯირკვალს, დაჭყლიტეთ 3-4 ნიგოზი, დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი. მიიღეთ ყოველდღიურად 1-2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კვირაში 2-3-ჯერ.

დაიყვანეთ მინიმუმამდე შაქრისა და სახამებლის მიღება, რადგან სისხლსი შაქრის მაღალი დონე ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობას ახშობს.

იხილეთ ვიდეო: