კიში სტაფილოთი- საზაფხულო მენიუს ვარსკვლავური ღვეზელი

კიში სტაფილოთი- საზაფხულო მენიუს ვარსკვლავური ღვეზელი
კიში ფრანგული კერძია, რომელსაც ძალიან უხდება საზაფხულო ინგრედიენტები. მისი მომზადება არც ისე ძნელია, სამაგიეროდ ძალიან გემრიელია და ცდა ნამდვილად ღირს.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი- 180გ
  • წყალი- 4ს.კ
  • ბარდა- 300გ
  • ნაღები- 150 მგ
  • მაგარი ყველი- 100გ
  • დაფქული შავი წიწაკა- 0,5 ჩ.კ
  • კარაქი- 100გ
  • სტაფილო- 3ცალი
მომზადების წესი:
  1. ფქვილი გაცერით, დაუმატეთ ,მარილი და კარაქი. დაასხით ცივი წყალი და მოზილეთ ცომი და შედგით მაციავარში 10 წუთის განმავლობაში.
  2. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და მოათავსეთ მასზე ცომი. ზემოდან დააყარეთ ბარდა.
  3. აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.
  4. სტაფილო დაჭერით რგოლებად.
  5. არაჟანი აურიეთ ნაღებთან. დაუმატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი. დაამატეთ გახეხილი ყველის ნახევარი. მიღებულ მასას დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო დაკარგად აურიეთ.
  6. დაასხით მასა ცხელ ბისკვიტზე და ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი.
  7. აცხვეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით.