ზოდიაქოს საიდუმლოებანი: 13 რამ, რაც არ იცოდით ცეცხლის სტიქიის ნიშანზე

ზოდიაქოს საიდუმლოებანი: 13 რამ, რაც არ იცოდით ცეცხლის სტიქიის ნიშანზე
ზოდიაქოს 12 ნიშანი 4 მთავარ სტიქიად იყოფა: ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი. ცეცხლის სტიქიის ნიშნებს განეკუთნებიან ვერძი, ლომი და მშვილდოსანი. მიწის სტიქიის ნიშნებს განეკუთვნებიან კურო, ქალწული და თხის რქა. ჰაერის სტიქიის ნიშნებს განეკუთვნებიან ტყუპები, სასწორი და მერწყული, ხოლო წყლის სტიქიის ნიშნებს განეკუთვნებიან კირჩხიბი, მორიელი და თევზი. ყველა ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც ერთი ტიპის ქვეშ ერთიანდება აქვთ მსგავსი დომინანტური დამახასიათებლი თვისებები. გავიცნოთ უფრო ახლოს ცეცლის სტიქიის ნიშანი.

1. არიან "შემსრულებელნი"

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან ძალიან ენერგიულები სამსახურში, ცოტას საუბრობენ და აკეთებენ ბევრს. თქვენ შეგიძლიათ მათ ენდოთ საქმის პუნქტუალურად გაკეთებაში.

2. არიან ძალიან ინტიუტიურები

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები ეყრდნობიან ყოველთვის ინტუიციას და გრძნობენ როდის არ არის რაღაც წესრიგში. მაშინაც კი, როცა სიტუაცია მიუკერძოებელ ლოგიკას მოითხოვს, ისინი უფრო შინაგან ხმას უსმენენ.

3. არიან ძალიან მეგობრულები

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები ადვილად იძენენ მეგობრებს, მათ აქვთ მიმზიდველი აურა და დიდი დრო არ სჭირდებათ ახალ გარემოსთან შესაგუებლად.

4. აქვთ მბრძანებლური ხასიათი

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები საუკეთესო ლიდერები არიან. მათთან მუშაობა კი ძალიან სასიამოვნო და სახალისოა.

5. არიან გულწრფელები

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ თუ რას გრძნობენ, მიუხედავად იმისა გეტკინებათ გული თუ არა. ისინი ცნობილები არიან გულწრფელობით და პატიოსნებით.

6. არიან დამოუკიდებელნი

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს უყვართ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ისინი ძალიან იშვიათად ითხოვენ დახმარებას და ჩანან მეტად ძლიერები.


7.არიან გულუხვები


ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს აქვთ "დიდი" გული და როცა უყვარდებათ, უყვარდებათ ძალიან ძლიერ.

8. არიან გამბედავები

ისინი ყოველთვის ახალი გამოწვევის ძიებაში არიან, მათ მოსწონთ საინტერესო და მღელვარე ცხოვრება.

9. არიან ძალიან შრომისმოყვარეები

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები, როგორც თვითონ სიტყვა გვეუბნება, არიან ცეცხლოვანები და მგზნებარეები. მათ ძალიან უყვართ სამსახურიც, ისინი მუდმივად მუშაობენ.

10. არიან უდარდელები

წარმომადგენლებს, ვინც ამ ნიშანს განეკუთვნებიან უყვართ თავისუფალი ქმედებები, ამიტომაც მათ იზიდავთ სამუშაოს უფრო შემოქმედებითი სფეროები, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი თავის გამოხატვას.

11. წყენას ადვილად ვერ ივიწყებენ

დიახ, ეს სიმართლეა. შეგიძლიათ მასთან ერთად გაიცინოთ რაიმე იმორისტულზე, მაგრამ ნუ ეცდებით მისი თანდასწრებით მისთვის სერიოზული ინტერესის ობიექტის დაცინვას თორემ, მის რისხვას გამოიწვევთ.

12. შეუძლიათ შიშის კარგად დამალვა

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები ადვილად შინდებიან, მაგრამ შიშს იშვიათად ავლენენ. მათი აღტაცების საგანია სიძლიერე და ყველაფერში ცდილობენ მისი იმიტირება გააკეთონ.

13. ძლიერ აქვთ განვითარებული მფარველობითი გრძნობა

თუ თქვენ გყავთ მეგობარი ამ ნიშნით, მშვიდად იყავით, თქვენ ხართ უსაფრთხო ხელში. არაფერია ისეთი რასაც ცეცხლის ნიშნის წარმომადგენელი ვერ გააკეთებ თქვენთვის.