როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი სკუმბრია სახლში ტომატის საწებელში?

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი  სკუმბრია სახლში ტომატის საწებელში?
იმის გამო, რომ მომზადება რთულია, თევზი სპეციფიკურ პროდუქტად ითვლება. ტომატის სოუსში მომზადებული თევზი, ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. ამიტომ მისი მომზადების რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
  • სკუმბრია- 2ცალი
  • ტომატის სოუსი- 250 მგ
  • შავი წიწაკა- 10 მარცვალი
  • დაფქული წიწაკა- გემოვნებით
  • მარილი- 1ს.კ
  • დაფნის ფოთოლი- 3ცალი
  • ხახვი- 2თავი
  • წყალი- 200 მგ
  • დარიჩინი- 2ცალი
  • შაქარი- 1ს.კ
  • მცენარეული ზეთი- 80 მგ
  • ძმარი- 1,5 ს.კ

მომზადების წესი:
  1. მოამზადეთ მარინადი- დადგით წყალი ცეცხლზე, დაუმატეთ სუნელები (მარილი, პილპილი, დარიჩნი, დაფნის ფოთოლი და შაქარი). მიიყვანეთ ადუღებამდე.

  2. დაუმატეთ ტომატის სოუსი და აცადეთ ადუღება. შემდეგ დაასხით 9 %-იანი ძმარი და გააჩერეთ 5 წუთით. მარინადი მზადაა.

  3. სკუმბრია გაასუფთავეთ. მოაჭერით თავი და ფარფლები. კარგად გარეცხეთ შიგნიდან.

  4. ხახვი დაჭერით რგოლებად და გაყავით 2 ნაწილად. ერთი ნაწილი მოათავსეთ ქვაბში, რომელშიც მარინადს მოამზადებთ. შემდეგ თევზი დააწყვეთ და კვლავ ხახვი დააყარეთ. დაასხით ოდნავ თბილი მარინადი, დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში მთელი ღამით.

გემრიელად მიირთვით.