დაამარცხეთ შაქარზე დამოკიდებულება ერთი მარტივი ინგრედიენტით

დაამარცხეთ შაქარზე დამოკიდებულება ერთი მარტივი ინგრედიენტით
რაფინირებული შაქარი ძლიერი შეჩვევის გამომწვევია. შაქარზე დამოკიდებულება არის ბევრი ადამიანისთვის დაუძლეველი ჩვევა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხეული და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი სავსეა შაქრის მოყვარული ბაქტერიებით და პარაზიტებით.

ჩვენ გასწავლით ბუნებრივ საშუალებას, რომელიც გადაგიჭრით ამ პრობლემას:

შეურიეთ 2 წვეთი ქოქოსის ზეთი და 2 წვეთი პიტნის ეთერზეთი. შეიზილეთ ეს მაჯის შიდა მხარეს ყოველ დილით და საღამოს ან გაიკეთეთ ინჰალაცია.

პიტნის ეთერზეთის სასარგებლო თვისებები:

პიტნის ეთერზეთი არის მაღალი ხარისხის, ნატურალური ეთერ-ზეთი, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური თვისებები. ის ხშირად გამოიყენება კბილის პასტასა და საღეჭი რეზინში პირის ღრუს მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის.
პიტნის სასარგებლო თვისებები ძირითადად განპირობებულია მასში მენთოლის შემცველობით. თუ გრძნობთ დაღლილობას და ენერგიის ნაკლებობას შეგიძლიათ პიტნა შეიზილეთ საფეთქელზე დილით გაღვიძებისთანავე, ენერგიული დილისთვის ან გაიკეთოთ ინჰალაცია. ის აგრეთვე ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, რესპირატორული ფუნქციის სიჯანსაღეს და სუფთა სუნთქვას.