არ დახარჯოთ ფული ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროდუქტებში. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ 10 საკვები პროდუქტი...

არ დახარჯოთ ფული ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროდუქტებში. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ 10 საკვები პროდუქტი...
ყველას სურს, ქონდეს ლამაზი კანი, მაგრამ ცხოვრების თანამედროვე სტილიდან გამომდინარე ამის მიღწევა არც თუ ისე მარტივია. კანის მოსავლელი სპეციალური კოსმეტიკური პროდუქტები, როგორც წესი, საკმაოდ ძვირად ფასობს, თანაც ისინი სასურველ შედეგს ყოველთვის არ იძლევა. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ ნატურალური საკვები პროდუქტების შესახებ, რომელთაც წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს კანზე. თუ თქვენ ამ პროდუქტებით საკუთარ კვების რაციონს გაამდიდრებთ, შეძლებთ ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას მრავალი წლით.
  1. ბანანი
    ბანანები არის საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან ის მდიდარია კალიუმით. ბანანი ასევე შეიცავს ვიტამინი B-ს, რომელიც დაგიცავთ ნაადრევი დაბერებისგან.

  2. თაფლი
    თაფლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც არა მხოლოდ წმენდს კანს, არამედ იცავს მას მავნე ბაქტერიებისგან. დაიდეთ თაფლის ნიღაბი რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ. შედეგად თქვენი კანი იქნება უფრო რბილი და ღია შეფერილობის გახდება.

  3. პაპაია
    პაპაია არის საუკეთესო საშუალება სახის კანის პილინგისთვის შინაურ პირობებში. ის არის მდიდარი A და C ვიტამინებით, რომლებიც იცავს კანს ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან და ნაოჭების წარმოქმნისგან.

  4. ვაშლი
    ვაშლი მდიდარია C ვიტამინით, ამგვარად ის დაეხმარება თქვენს კანს გამკვრივებასა და ტონის გათანაბრებაში. ვაშლი, აგრეთვე, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქნას, რომლებიც იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ დღეში ერთი ვაშლი ან წაისვათ სახეზე მისი წვენი და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანოთ.

  5. მუქი შოკოლადი
    მუქი შოკოლადი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც კვებავს და ატენიანებს კანს. მათ, ვინც ხშირად მირთმევს შოკოლადს, ნაკლებად აწუხებთ კანის სიმშრალე. დღეში ერთი ნატეხი შოკოლადის მირთმევა გააუმჯობესებს თქვენი კანის მდგომარეობას.

  6. კვერცხი
    კვერცხის მირთმევა ან კვერცხის ნიღბის გაკეთება მეტად სასარგებლოა თქვენი კანისთვის. კვერცხი მდიდარია A ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული კანის სწრაფ აღდგენას.

  7. ჭარხალი
    ჭარხალი საუკეთესოა სისხლში ჟანგბადის მოსამატებლად და მკვდარი უჯერედების მოსაშორებლდ. 1 ჭიქა ჭარხლის წვენი დაგეხმარებათ სახის კანის შეფერილობის გაღიავებაში.

  8. სტაფილო
    მიირთვით დიდი რაოდენობით ნედლი სტაფილო, რომელშიც უხვადაა ვიტამინ A და დაამარცხეთ ნაოჭები.

  9. კეილი (ხუჭუჭა კომბოსტო)
    ხუჭუჭა კომბოსტო დიდი რაოდენობით შეიცავს ლუტეინს და ზაექსანტინს. ამ მკვებავ ნივთიერებებს შეუძლია, შეიწოვოს თავისუფალი რადიკალები, რომლებიც აზიანებს თქვენს კანს. გარდა ამისა, ის მდიდარია A და C ვიტამინებით, რომლებიც ატენიანებს და კვებავს თქვენს კანს.

  10. როზმარინი
    სხვა მცენარეების მსგავსად, როზმარინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობს თქვენი კანის სიჯანსაღეს. მოცემული პროდუქტი ძალზედ ეფექტურია მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენის შესამცირებლად.