დაიმუშავეთ იღლიების არე შუაზე გაჭრილი ლიმონით. შედეგი ამად ნამდვილად ღირს.

დაიმუშავეთ იღლიების არე შუაზე გაჭრილი ლიმონით. შედეგი ამად ნამდვილად ღირს.
იღლიის არეში მომატებული პიგმენტაცია დიდ დისკომფორტს უქმნის ქალებს, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს 5 მიზეზით. ესენია:
  1. გაპარსვა და თმების ხშირი არასწორი მოცილება
  2. კანის მკვდარი უჯრედების მატება იღლის არეში
  3. დეზოდორანტის ან ანტიპერსპირანტის გამოყენება
  4. ჯანმრთელობის მდგომარეობა - თუ თქვენ გაწუხებთ ჭარბი წონა და შენიშნავთ მუქ წერტილებს კანზე, ცადეთ, შეამციროთ შაქრის მიღება და გაესაუბროთ ექიმს რჩევებისთვის.

პიგმენტაციის მომატება სხეულის სხვადასხვა ნაწილებში გამოწვეული მელანინის პიგმენტის მომატებით. საბედნიეროდ, არსებობს კანისთვის ბუნებრივი ფერის დაბრუნების რამდენიმე საკმაოდ მარტივი მეთოდი:

  1. აკნეს ბალიშები - აკნეს ბალიშები, რომლებიც შეიცავენ სალიცილის ან გლიკოლის მჟავას, ეფექტურია იღლიის არის გასაღიავებლად.

  2. ლიმონი - ყვითელი ციტრუსის ნაყოფი არის ბუნებრივი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული საშუალება. გაჭერით ლიმონი და დაიდეთ სქელი ნაჭერი იღლიის არეში, ეს ციტრუსი მკვდარ უჯრედებს აცილებს კანს და მას უფრო ღია შეფერილობას აძლევს. სახალხო მედიცინა გვირჩევს შევცვალოთ ტრადიციული დეოდორანტი ლიმონის ერთი ნაჭრით. იმისთვის, რომ კანი არ გააღიზიანოს სიმჟავემ გააკეთეთ ნარევი ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთისგან. ამ მეთოდის გამოყენებისას აუცილებელია მოვერიდოთ მზეს და რაიმე სხვა გამაღიაზიანებლებს. დერმატოლოგების აზრით ხილის სიმჟავემ შეიძლება მიგვიყვანოს კანის დამწვრობამდე.

  3. კარტოფილი - კარტოფილსაც, რბილი მჟავური თვისებების გამო, გააჩნია კანის გამაღიავებელი თვისება, გაჭერით კარტoფილი და წაისვით გამუქებულ კანზე ან დაიდეთ 5-10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

  4. საკვები სოდა - ოფლის სუნის დასამარცხებლად თბილ წყალში გახსნილი საკვები სოდა შეიზილეთ იღლიის არეში და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სოდიანი წყალი ამშვიდებს კანს და ამცირებს ანთებით პროცესს .

  5. რძე - რძე ამარცხებს ოფლიანობას და აღიავებს გამუქებულ კანს რადგან მას გააჩნია ვიტამინები და ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც არბილებენ კანს, ხოლო მისი ტონს აღიავებენ. ამისთვის თქვენ უნდა გააკეთონ ნარევი შემდეგი პროდუქტებისგან: 2 სუფრის კოვზი რძე ან ნაღები, 1 ჩაის კოვზი იოგურტი და 1 სუფრის კოვზი თურქული ბარდა ან ფქვილი. შეიზილეთ ეს ნარევი იღლიის არეში და დატოვეთ 10- 15 წუთი გაშრობამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3- 4 ჯერ.