გამოიყენეთ ეს ნიღბები თუ გსურთ რომ თქვენი სახის კანი იდეალურად გამოიყურებოდეს !

გამოიყენეთ ეს ნიღბები თუ გსურთ რომ თქვენი სახის კანი იდეალურად გამოიყურებოდეს !
სახის კანი იდეალურად რომ გამოიყურებოდეს, მას რეგულარული და სწორი მოვლა სჭირდება. იმისათვის რომ სახის ნიღაბი ეფექტური იყოს, აუცილებელია ვიცოდეთ როგორი სახის კანი გაქვთ: მშრალი, ცხიმიანი თუ შერეული ტიპის. ყველა ნიღაბი სხვადასხვა ნაირად რეაგირებს კანის ტიპის მიხედვით.

FPAPARAZZI - ის რედაქცია სახის კანის მოსავლელად რამდენიმე სასარგებლო რჩევას გთავაზობთ:
  • თუ კანი ცხიმიანია და ახასისთებს ცხიმოვანი ჯირკვლების დაცობა, შემდეგი საშუალება სცადეთ: აურიეთ 100 გრ სახეხზე გახეხილი მჟაუნას ფესვი და 1 ჩ/კ გლიცერინი და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 40 წთ. პარალელურად წყალს დაუმატეთ ლიმონის წვენი და გააჩერეთ მანამ, სანამ სახეზე ნარევი გაქვთ წასმული. ამ წყლით მოიბანეთ სახე და წაისვით მკვებავი მალამო.

  • ალოეს ფოთლის წვენი ხელს უწყობს ცხიმიანი კანის გაღიზიანების, ანთების, ფერისმჭამელების მოცილებას. ფოთლები გარეცხეთ ცხელ წყალში, შეიმშრალეთ და 10 დღის განმავლობაში გააჩერეთ ბნელ, გრილ ადგილას. შემდეგ დააქუცმაცეთ, გამოწურეთ წვენი და გაიწმინდეთ სახე.

  • ნაოჭების მოსაცილებლად გარეგანად გამოიყენეთ ცაცხვის ყვავილის და ჟოლოს ფოთლის ( 1 ს/კ 1 ჩ/ჭ წყალზე ) ნახარშის ყინულები.

  • მოდუნებულ კანზე დაიდეთ შემდეგი ბალახების ნახარშების საფენები: სვია, შვრია, არყის ხის ფოთოლი, მრავალძარღვას ფოთოლი.

  • კანის შეშუპების და გაღიზიანების მოსახსნელად ერთ მუჭა ვარდის ფურცელს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ. ცივი ნაყენით დაინამეთ სახის კანი ორჯერ დღეში. ნაყენისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ყინულის კუბიკები და წაისვათ სახეზე, კისერსა და მკერდზე.

  • დაბერებული კანისთვის: ერთ მუჭა დაქუცმაცებულ კულმუხოს ფესვს დაასხით 0,5 ლ თეთრი მშრალი ღვინო, ხარშეთ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. მიღებული ლოსიონით გაიწმინდეთ სახე 2 - ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა