გემრიელი საუზმე 20 წუთში - დაბრაწული ხაჭოს ოლადები!

გემრიელი საუზმე 20 წუთში - დაბრაწული ხაჭოს ოლადები!
იმისათვის, რომ ხაჭოს ოლადები ნაზი გამოვიდეს, დიასახლისები სხვადასხვა ხრიკებს მიმართავენ. მაგალითად, ხაჭოს ატარებენ საცერში და მხოლოდ შემდეგ უმატებენ დანარჩენ ინგრედიენტებს.

fpaparazzi-ის მიერ შემოთავაზებულ რეცეპტში არ შედის მანი, რაც ოლადებს განსაკუთრებულად ნაზს ხდის.

საჭირო მასალა:
  • ხაჭო 600 გ
  • ფქვილი 2 ს/კ
  • ზეთი 1 ს/კ
  • შაქარი 100 გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. აიღეთ 5 %-იანი ხაჭო. ის არც ძალიან მშრალი უნდა იყოს, არც ძალიან თხელი. გაატარეთ საცერში.

  2. შემდეგ დაუმატეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი.

  3. სველი ხელებით გააკეთეთ ბურთები.

  4. ამოავლეთ ფქვილში და შეწვით გახურებულ ზეთში ორივე მხრიდან.

  5. როცა ოლადები ერთი მხრიდან დაიბრაწება, ამოაბრუნდეთ და დააფარეთ თავსახური. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ მეორე მხარე ისევე არ დაიბრაწება.

  6. შემდეგ გადმოიღეთ ოლადები ხელსახოცდაფენილ თეფშზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

  7. მიირთვით ოლადები თაფლთან, მურაბასთან, არაჟანთან ან კენკრასთან ერთად.