წიწიბურის დეიტა შიმშილის გარეშე: 1 კვირაში მინუს 3 კგ გარანტირებულია!

წიწიბურის დეიტა შიმშილის გარეშე: 1 კვირაში მინუს 3 კგ გარანტირებულია!
ეს დიეტა, რომელიც შიმშილის გარეშე გვიწყობს ხელს წონის დაკლებაში, განსაკუთრებით გაახარებს წიწიბურის ფაფის მოყვარულ ადამიანებს, რადგან მოცემული პროდუქტი ძალზედ დაბალკალორიულია და მისი მიღებისას არ ვართ მკაცრად შეზღუდულნი ულუფებში. წიწიბურის დიეტის დახმარებით 1 კვირაში 3 კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი. ეს მიახლოებითი ციფრია, რადგან გახდომის პროცესის სიჩქარე ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურობაზეა დამოკიდებული.



წიწიბურისა და კეფირის დიეტა

როგორც უკვე გითხარით, წიწიბურის მარცვლები ძალზედ დაბალკალორიულია და მდიდარია სასარგებლო საკვები ნივთიერებებით. მოცემული პროდუქტი წარმოადგენს ცილების, მაგნიუმის, ფოსფორის, რკინის, ვიტამინებისა და ამინომჟავების საკმაოდ დიდ წყაროს. რაც შეეხება კეფირს, ეს პროდუქტი სტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს და გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს. მოცემული დიეტის დაცვის შემდეგ თქვენ არა მხოლოდ მოიპოვებთ ოპტიმალურ წონას, არამედ გაიჯანსაღებთ მთელ ორგანიზმს და გაიუმჯობესებთ კანის მდგომარეობას. მეტიც, წიწიბურისა და კეფირის დიეტის დახმარებით შეძლებთ უძილობის დამარცხებას და სტრესის გამკლავებას. წიწიბურა გვანიჭებს სინაყრისა და სიმსუბუქის განცდას ერთდროულად.

დიეტის უკუჩვენებები

მონოდიეტის დაცვის დროს რეკომენდირებულია დამატებით პოლივიტამინების მიღება, რადგან მხოლოდ წიწიბურა ვერ ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს მისი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო მინერალებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. ორსული და მეძუძური ქალბატონებისთვის წიწიბურისა და კეფირის დიეტის დაცვა კატეგორიულად აკრძალულია.

კვების მენიუ 7 დღისთვის

მოცემული დიეტის დაცვის ფარგლებში თქვენი ყოველდღიური კვების რაციონი უნდა შედგებოდეს განუსაზღვრელი რაოდენობით წიწიბურისა და დღე-ღამეში არაუმეტეს 1 ლიტრი კეფირისა. შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო მწვანე ჩაი და არაგაზირებული წყალი განუსაზღვრელი რაოდენობით. შაქრის, მარილისა და ზეთის გამოყენება კატეგორიულად გეკრძალებათ. კეფირი უნდა მიიღოთ წიწიბურის მირთმევამდე 30 წუთით ადრე. წონის კლების პროცესი იწყება დიეტის დაცვიდან მე-3 დღეს.

წიწიბურისა და კეფირის დიეტის დაცვის პარალელურად თქვენ დღე-ღამის განმავლობაში უნდა მიიღოთ დაახლოებით 1,5 ლიტრი არაგაზირებული წყალი. გარდა ამისა, საკვების ბოლო ულუფა უნდა მიირთვათ დაძინებამდე 3 ან 4 საათით ადრე.



დიეტის დამთავრების შემდეგ გეკრძალებათ ტკბილეულისა და ცხიმიანი პროდუქტების მიღება. 7 დღის შემდეგ გადადით მსუბუქ კვებაზე, რაშიც იგულისხმება კვების რაციონის გამდიდრება უცხიმო ხორცით, თევზით, ბოსტნეულით, ხილითა და სხვადასხვა მწვანილებით. 2 კვირიანი შესვენების შემდეგ კვლავ შეგიძლიათ დაიცვათ წიწიბურისა და კეფირის დიეტა.