დაიცავით თავი გულის დაავადებებისგან, კიბოსგან და ჰიპერტონიისგან. მიირთვით ეს პროდუქტი...

დაიცავით თავი გულის დაავადებებისგან, კიბოსგან და ჰიპერტონიისგან. მიირთვით ეს პროდუქტი...
ჭარხალი - ფიტონუტრიეტებით მდიდარი პროდუქტი, რომელსაც ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს. ეს ძალიან იაფი, თუმცა საოცრად სასარგებლო ბოსტნეული ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს და წმენდს მას ტოქსინებისგან. გარდა ამისა, ჭარხალი ძალზედ ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებისა და კიბოს ზოგიერთი სახეობის პროფილაქტიკისთვის.

დღევანდელ სტატიაში ''Fpaparazzi''-ის რედაქცია დეტალურად მოგითხრობთ, თუ რა უპირატესობებს ფლობს ჭარხალი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და როგორ ჩავამატოთ ის კვების რაციონში, რათა მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი.

ჭარხალი და ჩვენი ჯანმრთელობა
  1. ჭარხალს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს
    ჭარხალში შემავალი ფიტონუტრიენტები, რომლებიც ამ ბოსტნეულის წითლად შეფერვას განაპირობებს, თავიდან გვარიდებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას. უახლესი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ჭარხლის ექსტრაქტი ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებში ავთვისებიანი წამონაზარდის განვითარების რისკს რამდენჯერმე ამცირებს. განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტური ეს ბოსტნეული კუჭქვეშა ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლებისა და პროსტატის კიბოს პროფილაქტიკისთვისაა.

  2. წმენდს ღვიძლს ტოქსინებისგან
    ჭარხალში შემავალი საკვები ნივთიერებები გვიწყობს ხელს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში. მოცემული ბოსტნეული გამოირჩევა ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბი რაოდენობით ტოქსინებს, რაც სასარგებლოდ ისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

  3. თავიდან გვარიდებს ყაბზობას
    ჭარხალი უჯრედისით მდიდარი პროდუქტია, რომელიც აუმჯობესებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და საჭმლის მონელების პროცესს. თუ თქვენ ყოველდღიურ კვების რაციონში ამ იაფ ბოსტნეულს ჩაამატებთ, საგრძნობლად გაიუმჯობესებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას და სამუდამოდ დაივიწყებთ ყაბზობის შესახებ.

  4. ამცირებს ნაყოფის ანომალური განვითარების რისკს
    C ვიტამინის, უჯრედისის, კალიუმისა და მაგნიუმის მაღალი კონცენტრაციის ხარჯზე ჭარხალი არაჩვეულებრივია კუნთოვანი ქსოვილებისა და ძვლოვანი სისტემის სწორი განვითარებისთვის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლისა და ღვიძლის გამართული ფუნქციონირებისთვის. ფოლიუმის მჟავა და B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ჭარბადაა ჭარხალში, ხელს უწყობს ნაყოფის სწორ განვითარებას. სწორედ ამიტომ, ეს იაფი ბოსტნეული საოცრად სასარგებლოა ფეხმძიმეთათვის.

  5. არეგულირებს სისხლის წნევას
    ჭარხლის წვენის რეგულარულად მიღებით შესაძლებელია სისხლის წნევის შემცირება რამდენიმე საათით. ყოველივე ეს განპირობებულია ამ ბოსტნეულში შემავალი ნიტრატებით, რომლებიც ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის გამავლობა და მცირდება წნევა.

  6. ახშობს ანთების პროცესებს
    ქრონიკული დაავადებების სათავეს ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესები წარმოადგენს. ჭარხალი მდიდარია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული საკვები ნივთიერებებით, რომლებიც იცავს ჩვენი ორგანიზმის უჯრედებს, ცილებსა და ფერმენტებს.

თუ გსურთ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა მრავალი წლით და თავიდან აირიდოთ მრავალი სერიოზული დაავადება, გაამდიდრეთ ყოველდღიური კვების რაციონი ამ საოცრად სასარგებლო ბოსტნეულით. აუცილებლად გაუზიარეთ ეს ღირებული ინფორმაცია თქვენს მეგობრებს, ისინი მადლიერები დარჩებიან!