მენოპაუზის პერიოდი გაქვთ და წონაში მოიმატეთ? გადაჭერით პრობლემა სწრაფად და მარტივად.

მენოპაუზის პერიოდი გაქვთ და წონაში მოიმატეთ? გადაჭერით პრობლემა სწრაფად და მარტივად.
დღეს ჩვენ მენოპაუზაზე ვისაუბრებთ. ყველამ ვიცით, რომ ეს უსიამოვნოა ქალების უმეტესობისთვის, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძლაიან მნიშვნელოვანია.

როგორც წესი, მენოპაუზის სიმპტომები 40-დან 55 წლამდე ასაკის ქალებს უვლინდებათ. ეს გახლავთ მენსტრუაციისა და ოვულაციის დასრულების ნიშანი.

მენოპაუზის სიმპტომებია: ცხელების შეგრძნება, გახშირებული გულისცემა, ხშირი თავისტკივილები, თავბრუსხვევა, ხასიათის ცვალებადობა, ძილის პრობლემები, უსიამოვნო გემოს შეგრძნებები.

გარდა ამისა, მას ახლავს წონაში მომატებაც და ამის ახსნა მარტივია - ჰორმონის წარმოება მცირდება და ორგანიზმი ამას აღიქვამს, როგორც ცხიმის უქონლობას.

გაიგეთ, თუ როგორ აირიდოთ თავიდან წონაში მომატება მენოპაუზის დროს

ხდება მეტაბოლიზმის ცვლილება და შესაბამისად სხეულის მასის მატება. ფსიქოლოგიურად ეს პრობლემა უამრავ ქალს ეხება. ტკბილი და ცხიმიანი პროდუქტების მოხმარება დეპრესიასთან და ცუდ განწყობასთან გასამკლავებლად, ასევე ხელს უწყობს წონაში მომატებას.

რა მოვიმოქმედოთ? ერთ-ერთი ვარიანტი გახლავთ დიეტა.

და ეს ძალიან რთულია ცხოვრების ამ ეტაპზე, რადგან ქალების უმეტესობას არ შეუძლია ჩვეული მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. მიუხედავად ამისა, თუ გსურთ ამის შეცვლა, აქ იპოვით კარგ ინფორმაციას.

ზოგიერთი პროდუქტი დაგეხმარებათ ესტორგენის გაზრდაში და ამით მენოპაუზის უსიამოვნო სიმპტომების შემცირებაში:

სელის თესლი: შეგიძლიათ შეურიოთ იოგურტთან ან შვრიის ფაფასთან საუზმეზე.
ნიორი: დაამატეთ ნიორი საკვებში ან საუზმემდე ერთი კბილი ნიორი წყალთან ერთად.
ხილის ჩირი: ლეღვი, ფინიკი, ქიშმიში.
ციტრუსი: ლიმონი, ფორთოხალი ან С ვიტამინის შემცველი სხვა ხილი.
დაბოლოს, მაყვალი, ან ჩაის სახით ან ცოცხალი ხილი.

წითელი სამყურა მდიდარია ფიტოესტორგენებით, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს მოახდინოს თვითრეგულაცია მენოპაუზის დროს. სამყურა ასევე სასარგებლოა გულის კუნთის, სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობისთვის, ახდენს მკერდის კიბოს პრევენციას.

სამყურას 1 ჭიქა ნაყენი შეიცავს მეტ კალციუმს, ვიდრე ჭიქა რძე. ის ასევე შეიცავს ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს, მათ შორის რეთნოლსა და C ვიტამინს.

2 ს.კ. წითელი საყურას ხმელ ყვავილს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ თერმოსში 8 საათით. მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე 50-70 მლ ყოველდღიურად.

იხილეთ ვიდეო: