მორიელი - ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშანი

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერ ნიშნად მორიელი მიიჩნევა. მისი ნებისყოფა და ძლიერი ხასიათი გულგრილს არავის ტოვებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შორის ძალიან ბევრია ცნობილი და გავლენიანი პიროვნება.

მის ძალას ძირითადად პლანეტა პლუტონი განაპირობებს. მორიელი ვერ იტანს სისუსტეს როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფებისაც.
რა საქმეც არ უნდა წამოიწყოს, მთელი მიზანდასახულობითა და ვნებით უდგება მას, არ ინდობს არც საკუთარ თავს და არც სხვებს. მორიელებს შორის მრავლად არიან ასევე ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე პიროვნებები, რადგან მათ მართვა უბადლოდ ეხერხებათ. ნახევარ გზაზე არ ჩერდებიან და ბოლომდე იბრძვიან წარმატების მისაღწევად.

მუდამ მთავარი უნდა იყვნენ ყველგან და ყველაფერში, იმორჩილებენ და აღაფრთოვანებენ გარშემომყოფებს. მაგრამ ყველაზე მთავარი - მათი გამძლეობის უნარია ექსტრემალურ სიტუაციებში. არასოდეს ვარდებიან ისტერიკაში და არ კარგავენ თავს პრობლემების გამო.
მათი შინაგანი ენერგია იზიდავს სხვა ნიშნების წარმომადგენლებს. მორიელები ან უყვართ, ან ვერ იტანენ, მაგრამ გულგრილი მათ მიმართ არავინ რჩება.
მორიელი უბადლო საყვარელია, რადგან ბოლომდე იხარჯებიან თავიანთ ვნებაში. ასევე კარგი მეგობარიცაა - არასოდეს ღალატობს, ახსოვს ყველაფერი კარგი და იგივეთი პასუხობს მუდამ. ამავდროულად, ყველაზე საშიში მტერი და მეტოქეა, რომელსაც წყენაც მუდამ ახსოვს. მათთან მტრობა უმოწყალო შურისძიებით მთავრდება, ამიტომ გასაკუთრებული სიფრთხილეა გამოსაჩენი მორიელებთან ურთიერთობაში.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა