პეტუნიას გასხვლის მთავარი წესები, რომელიც მდიდრულ ყვავილობას უზრუნველყოფს.

პეტუნიას გასხვლის მთავარი წესები, რომელიც მდიდრულ ყვავილობას უზრუნველყოფს.
პეტუნიამ, რომ ლამაზი და მდიდრული ყვავილობით გაგახაროთ აუცილებელია იცოდეთ მისი მოვლის წესები. არ უნდა დაივიწყოთ და დროულად შეაცალოთ მას ზედა წამოზრდილი ღეროები. თუ მცენარის კორექტირებას არ მოახდენთ, ის არ გაიბუჩქება და მთლიანად სიმაღლეში წავა, რაც საბოლოოდ მის იერს გააფუჭებს.

პეტუნიას გასხვლა უნდა დაიწყოთ მაშინ, როდესაც მცენარე სიმაღლეში სწრაფ ზრდას დაიწყებს. გადაითვალეთ ძირიდან 3-5 ფოთოლი და მათ ზემოთ ხელით მოაწყვითეთ თავი. ამის შემდეგ ყვავილის ზრდა მცირედით შენელდება, სამაგიეროდ დაიწყება გყვერდითი ღეროების სწრაფი ზრდა. შედეგად პეტუნია მოგცემთ დიდ და მსხვილ კოკრებს. ერთი თვის შემდეგ აუცილებელია კორექტირების პროცესი გაიმეოროთ

დამწყები მეყვავილეებისთვის უბრალოდ აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ გასხლან პეტუნია. ამაში რთული არაფერია თუმცა FPAPARAZZI-ს რედაქცია რამოდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე გაამახვილებს თქვენს ყურადღებას:
  • არ ღირს გასხვლის გადადება, უმჯობესია ეს გააკეთოთ ადრე, ვიდრე დააგვიანოთ.
  • არ გასხლათ ზედმეტად ბევრი, დატოვეთ 5 ფოთოლი და წააწყვიტეთ ღერო მის ზემოთ.
  • გაიმეორეთ პროცედურა თვეში რამოდენიმეჯერ.
  • მოათავსეთ მოწყვეტილი ღერო წყლით სავსე ქილაში და დაფესვიანების შემდეგ შეგეძლებათ მცენარის გასამარავლებლად გამოიყენოთ. მცენარის კონტეინერში დარგვამდე შეაცალეთ მას ყველა ფოთოლი ძირიდან, დატოვეთ მხოლოდ ზედა რამოდენიმე ფოთოლი.

ყურადღებით ადევნეთ თვალი პეტუნიას აყვავებულ ბუჩქს. მოაცილეთ ყველა ნაყვავილები და დამპალი ყვავილი. ეს პროცესი უზრუნველყოფს ახალი კვირტების წარმოქმნას.გარდა ამისა, გამომშრალი ფოთლები დეკორატიული ბუჩქის იერს აფუჭებენ, განსაკუთრებით ბუთხუზა პეტუნიებში და იმ ჯიშებში რომლებიც მსხვილი ყვავილებით გამოირჩევიან.

თუ თვლით, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლოა გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც. ასევე დაგვიტოვეთ შთაბეჭდილებები კომენტარების სახით.