კვირისტავას დარგვა და მოვლა ღია გრუნტში, მდიდრული ყვავილობის უზრუნველსაყოფად.

კვირისტავას  დარგვა  და მოვლა ღია გრუნტში, მდიდრული ყვავილობის უზრუნველსაყოფად.
კვირისტავა — საკმაოდ გავრცელებული მცენარეა, რომლის ხილვაც საფხულის პერიოდში ხშირადაა შესაძლებელი სხვადასხვა ყვავილნარში (კლუმბა). მიუხედავად იმისა, რომ ამ ყვავილს არაპრეტენზიულად მიიჩნევენ, სინამდვილეში ეს მთლად ასეც არ არის. მნიშვნელოვანია ყველა მებაღემ იცოდეს ამ მცენარის მოვლისა და მოშენების წესები, ამ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად შეძლებთ ლამაზი და მდიდრულად მოყვავილე მცენარის გაზრდას.

კვირისტავა სითბოს მოყვარული მცენარეა. ის შესაძლოა მცირე ყინვისასაც გაიყინოს. მას ასევე უყვარს სინათლე, ამიტომ მისი დარგვა მიზანშეწონილია მზიან ადგილებში. ამ მცენარეს კარგი ყვავილობის უზრუნველსაყოფათ ნიადაგი გაჯერებული უნდა იყოს ჰუმუსითა და სასუქით. ნიადაგი უნდა იყოს საკმაოდ ნაყოფიერი და ჟანგბადით გამდიდრებული.

ვინაიდან კვირისტავა ვერ იტანს ზედმეტ ტენიანობას, ნიადაგი უნდა იყოს დრენირებული და კარგად ატარებდეს წყალს.თუმცა ზედმეტი სიმშრალეც არ აისახება მასზე დადებითად. წყალის უკმარისობის გამო მისი ყვავილები საკმაოდ მცირე ზომისაა, მისი ბოლოები კი ხმობას იწყებენ.

თუკი გსურთ, რომ კვირისტავა ხანგრძლივად და ხშირად ყვავილობდეს, უმჯობესია მისი ყვავილები ყვავილობის შემდეგ მოჭრათ. მისი კვება შესაძლებელია მინერალებით და ასევე ორგანული სასუქით. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ სასუქის შეტანა უნდა მოხდეს სეზონზე არაუმეტეს 3 ჯერისა, იდეალურ შემთხვევაში 2 ჯერ.

კვირისტავას ყოველთვის თესლით ამრავლებენ. ყელაზე ხშირად მას ნერგებად გადაიტანენ ხოლმე გრუნტში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ თესლსაც თესავენ ნიადაგში. მისი დარგვა უნდა მოხდეს გაზაფხულზე, მარტში ან აპრილში. იმსიათვის, რომ თესლი კარგად გაღვივდეს მას წინასწარ სპეციალური წესით ამზადებენ. დათესვის შემდეგ, დაახლოებით მეხუთე, მეშვიდე დღეს თესლი გაღვივებას იწყებს.

ნერგებს როგორც წესი მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში რგავენ, როდესაც ყინვების მოლოდინი აღარ არსებობს. სწორედ ამ პერიოდში ხდება თესლის პირდაპირ ნიადაგში დათესვაც. მართალია ამ შემთხვევაში ყვავილობას შედარებით გვიან დაიწყებს, ასევე ნერგის დათესვის მეთოდიც უფრო სანდოდ მიიჩნევა. მას შემდეგ რაც ნერგი მოძლიერდება და ზრდაში წავა საურველია მისი სიმაღლეში ზრდა შეაფერხოთ, ამ შემთხვევაში ის ბუჩქად გაიზრდება და მდიდრულად აყვავილდება.

თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც, ასევე დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები.