თმის ცვენისა და სიმელოტის შესაჩერებელი ეფექტური წამალი!

თმის ცვენისა და სიმელოტის შესაჩერებელი ეფექტური წამალი!
თმა შედგება ორი ნაწილისგან - კანის ზედაპირზე ამოსული ღეროსა და კანის სისქეში მდებარე ძირისგან. თმის ძირი ჩამჯდარია თმის ბუდეში, ანუ ფოლიკულში, რომელიც კანის ზედაპირზე იხსნება მცირე გაფართოებით - სანათურით. ფოლიკულს აქვს საკუთარი სისხლძარღვები, ნერვები და ცხიმის ჯირკვლები. ცხიმის ჯირკვლის სადინარი იხსნება თმის ფოლიკულის სანათურის გვერდით, ხოლო კუნთი, რომელიც შეკუმშვისას თმას მაღლა სწევს, ხელს უწყობს ცხიმის ჯირკვალს სეკრეტის გამოყოფაში. თმის ძლიერი ცვენა ხშირად დაკავშირებულია ავადმყოფობასთან, ზოგჯერ ინფექციურ და ქრონიკულ დაავადებებთან, აგრეთვე ცხიმის გამოყოფის მოშლასთან ( სებორეა), ამიტომ თმის გაძლიერებული ცვენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
თმის გასამაგრებლად საჭიროა ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, ჰაერზე მეტხანს ყოფნა, კვების რეჟიმის დაცვა, სპორტული ვარჯიში და ა. შ.

ხალხური წამალი თმებისთვის:
  • აიღეთ ბეგქონდარას ბალახი, მუხის და ტირიფის ქერქი 30 - 30 გრ, აიღეთ 4 ს/კ ნარევი 1 ლ წყალზე, მოხარშეთ. შეიზილეთ თავის კანში სიმელოტის დროს.

  • აიღეთ ჭინჭარი - 100 გრ ( ფოთოლი ), დაასხით 1/2 ლ წყალისა და 1/2 ლ ძმრის ნარევი, დააყენეთ 4 საათი, მოხარშეთ. გამოიყენეთ თმის დასაბანად თმის ცვენის დროს.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა