შეაჩერეთ კატარაქტა და გაიუმჯობესეთ მხედველობა!

შეაჩერეთ კატარაქტა და გაიუმჯობესეთ მხედველობა!
ბროლის დაავადება გამოვლინდება მისი შემღვრევით, რაც კატარაქტის სახელწოდებით არის ცნობილი. კატარაქტა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან ტრავმის შედეგი, მაგრამ იგი უფრო ხშირია ხანშესულობის ასაკში. ეს არის ხანდაზმულობის ერთ-ერთი უხშირესი დაავადება, მეტადრე შაქრიანი დიაბეტის დროს. კატარაქტის დროს გუგა "შავი ფერის" ნაცვლად "ნაცრისფერი" ხდება, მხედველობა თანდათან ქვეითდება და ბოლოს სრულიად იკარგება. რჩება მხოლოდ სინათლის შეგრძნება. უფრო ხშირად ორივე თვალის ბროლი იმღვრევა ზოგჯერ თითქმის ერთდროულად, ზოგჯერ ერთმანეთის მიყოლებით, კატარაქტას დასაწყიში მკურნალობენ ვიტამინების შემცველი წვეთებით, ასევე იყენებენ ხალხურ საშუალებებსაც, რომელიც აუმჯობესებს მხედველობის მდგომარეობას.

  • კატარაქტის და ბროლის შემღვრევის საწყის სტადიაზე თვალებზე დაიდეთ თაფლის 20 - 30 % - იანი ხსნარის საფენები.

  • ახალი, ფიჭვის თაფლი გააზავეთ წყალში თანაფარდობით 1:1 - 1:3. ჩაიწვეთეთ თვალებში 1 - 2 წვეთი ხსნარი 3 - 4 - ჯერ დღეში. როდესაც ერთ თვალში ჩაიწვეთებთ, მეორე დახუჭეთ და შეეცადეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში დახუჭული თვალი არ ახამხამოთ.

  • გამოწურეთ ვაშლის ყვავილის წვენი და შეურიეთ თაფლი თანაფარდობით 1:1 ჩაიწვეთეთ ორივე თვალში 2 - 3 წვეთი 2 - 3 - ჯერ დღეში.

  • აიღეთ ასკილის ყვავილი - 1 მუჭა, გვირილას ყვავილი - 1 მუჭა, ოროვანდის დაქუცმაცებული ფოთოლი - 1 ცალი. ყველა კომპონენტი მოათავსეთ ქვაბში, დაახურეთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ნარევის დუღილისგან შიგნიდან წარმოიქმნას ორთქლის წვეთები. ეს ნახარში ჩაიწვეთეთ თვალებში.

  • გაიკეთეთ ღიღილოს ყვავილის ნაყენის საფენები. ეს არის ანთების საწინააღმდეგო და მადენზინფიცირებელი საშუალება, რომელსაც იყენებენ ლორწოვანი ანთების დროს და კატარაქტის საწყის სტადიაზე: 1 - 2 ჩ/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა