გამწოვისგან ცხიმის მოცილება ადვილია! და კიდევ 10 ხრიკი, უზადოდ სუფთა სამზარეულოსთვის

გამწოვისგან ცხიმის მოცილება ადვილია! და კიდევ 10 ხრიკი, უზადოდ სუფთა სამზარეულოსთვის
სამზარეულოს დალაგებისგან სიამოვნებას ალბათ არავინ იღებს. გამწოვის, მაცივრისა და კაფელის გაწმენდას ისტერიკამდე შეუძლია დიასახლისის მიყვანა. გთავაზობთ ხრიკებს, რომლების დახმარებითაც გაცილებით გაგიადვილდებათ ეს პროცედურები.




სუფთა სამზარეულო

გამწოვისგან ცხიმისა და მურის მოცილება 15 წუთში შეიძლება! ამისათვის, ჯერ მოხსენით ბადე. ჩაალბეთ წყლის, მარილისა და ლიმონის მჟავის ხსნარში ( 1 ლიტრ წყალზე 4 ს.კ. მარილი და 3 ს.კ. ლიმონის მჟავა). თუ ცხიმი არ მოსცილდა, გადახარშეთ ბადე ამ ხსნარში.



მიმწვარი ქვაბის გარეცხვაში აქტივირებული ნახშირი დაგეხმარებათ. უბრალოდ დაფქვით რამდენიმე აბი და მოაყარეთ მიმწვარ ადგილებს. 20 წუთში დაამატეთ წყალი. ნახევარ საათში კი გარეცხეთ.



მულტიხარშვის აპარატის გასაწმენდად დაგჭირდებათ რაიმე ძველი ნაჭერი და სოდა. სველ ნაჭერზე მოაყარეთ სოდა და მოუსვით ჭუჭყიან ზედაპირს. შემდეგ სუფთა სველი ქსოვილით მოაცილეთ ნარჩენები და კარგად გაამშრალეთ აპარატი.



მაცივრის გასაწმენდად გამოიყენეთ ძმრისა და წყლის (თანაბარი პროპორციებით) ხსნარი. გარეცხვის შემდეგ დატოვეთ მაცივრის კარი ღია რამდენიმე საათით.



სამზარეულოს კაფელს ცხიმს მოაცილებს შემდეგი ხსნარი: 4 ლიტრ წყალში გახსენით 4 ს.კ. ბორი, 100 მლ ძმარი და 100 მლ ნიშადურის სპირტი. მოუსვით ხსნარი კაფელს და ის ახალივით გაბრწყინდება.



სამზარეულოს კარადების გასაწმენდად მოამზადეთ თანაბარი პროპორციის მცენარეული ზეთისა და სოდის მასა. წაუსვით ზედაპირებს და გააჩერეთ 30 წუთით. შემდეგ მოუსვით ღრუბელი და კარგად გაწმოინდეთ.



ბლენდერის გასაწმენდად ჩაასხით მასში ცოტაოდენი წყალი და რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ჩართეთ ბლენდერი 20 წამით. შემდეგ გაავლეთ წყლით კარგად.



თუ ყავის საფქვავი სუნელების დასაფქვავად გამოიყენეთ, უბრალოდ გაატარეთ მასში 1 მუჭა უმი ბრინჯი.



ყველის სახეხს იოლად გაწმინდავთ ჩვეულებრივი საღებავი ფუნჯით.



სანაგვის ვედროს გასაწმენდად მოამზადეთ წყლისა და ძმრის ყინული, შემდეგ მოათავსეთ ვედროში. როცა ყინული გადნება, კარგად გაავლეთ ვედრო გამდინარე წყალში.



ფაიფურის ჭურჭლიდან ყავის კვალის მოსაცილებლად მოამზადეთ ძმრისა და მარილის ნარევი (თანაბარი პროპორციებით) ჩაალბეთ ჭურჭელი 30 წუთით, შემდეგ გარეცხეთ.