ღვეზელი ჰალვით, რომლის დაუვიწყარი გემოც არაფერს არ გავს

ღვეზელი ჰალვით, რომლის დაუვიწყარი გემოც არაფერს არ გავს
ეს უგემრიელესი ღვეზელი პირში დნება და მისი გემოს დავიწყება შეუძლებელია.
საჭირო მასალა:
  • ჰალვა- 250გ
  • კარაქი- 220გ
  • ფქვილი- 220გ
  • შავი შოკოლადი- 60გ
  • შაქარი- 150გ
  • კვერცი-4 ცალი
  • გამაფხვიერებელი- 2ჩ.კ
  • ნიგოზი- 20გ
მომზადების წესი:
  1. ჰალვა დაფხვენით და 1 კოვზი შეინახეთ მოსართავად
  2. 200 გ დარბილებული კარაქი აურიეთ შაქარში, დაუმატეთ კარაქი და ათქვიფეთ. დაუმატეთ ჰალვა, შემდეგ კი პორციებად ფქვილში არეული გამაფხვიერებელი.
  3. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ მასზე ბისკვიტის მასა. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35- 40 წუთით.
  4. სანამ ღვეზელი ცხვება, მოამზადეთ მინანქარი.
  5. შოკოლადი და 20 გ კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. თან გამუდმებით ურიეთ.

  6. მზა ბისკვიტს ზემოდან წაუსვით მინანქარი, მოაყარეთ ნიგოზი და ჰალვა.
გემრიელად მიირთვით.