მან ტოლმა საცხობ ფორმაზე მოათავსა და ზემოდან უცნაური რამ მოასხა... შედეგი გაგაოცებთ

მან ტოლმა საცხობ ფორმაზე მოათავსა და ზემოდან უცნაური რამ მოასხა... შედეგი გაგაოცებთ
ტოლმის ტრადიციული რეცეპტი თაობებიდან თაობებს გადაეცემა, მაგრამ ალბათ არასოდეს გიფიქრიათ ამ კერძის სხვაგვარად მომზადება.
ამჯერად ტოლმის ახალ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ.
საჭირო მასალა:
  • კომბოსტო- 1 თავი
  • ფარში- 150გ
  • სტაფილო- 1ცალი
  • წყალი- 100მგ
  • მაგარი ყველი- 100გ
  • ნიორი- 3-4 კბილი
  • ოხრახუში- 15გ
  • შავი დაფქული წიწაკა- გემოვნებით
  • ბრინჯი- 50გ
  • ხახვი- 1 თავი
  • მცენარეული ზეთი
  • არაჟანი- 30გ
  • პომიდორი- 2ცალი
  • კამა- 15გ
  • მარილი- გემოვნებით

მომზადების წესი:
  1. კომბოსტო შედგით მიკროტალღურ ღუმელში 5- 10 წუთით
  2. გადაავლეთ ცივი წყალი და გააცალკევეთ ფოთლები
  3. ბრინჯი კარგად მოხარშეთ
  4. ხახვი და სტაფილო წვრილად დაჭერით და ტაფაზე მოთუშეთ. შემდეგ კი გაციება აცადეთ.
  5. ბრინჯი, ხახვი და სტაფილო აურიეთ ფარშს. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  6. შეახვიეთ ტოლმები და დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე.
  7. დაასხით ფორმაზე წყალი და გადააფარეთ ფოლგა.
  8. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე და შედგით ტოლმები 30 წუთით.
  9. ამასობაში წვრილად დაჭერით პომიდორი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი მწვანილი. ნიორი დაჭყლიტეთ. დაუმატეთ არაჟანი, მარილი და პილპილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
  10. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ ტოლმებზე და კვლავ შედგით ღუმელში 10- 15 წუთით.
გემრიელად მიირთვით.