საუკეთესო კერძი, რომლის მომზადებაც ბადრიჯნისგანაა შესაძლებელი- იგი ნებისმიერი გურმანის კრიტიკასაც კი უძლებს

საუკეთესო კერძი, რომლის მომზადებაც ბადრიჯნისგანაა შესაძლებელი- იგი ნებისმიერი გურმანის კრიტიკასაც კი უძლებს
თუ გიყვართ ბადრიჯანი და არ გეშინიათ ექსპერიმენტების, ეს რეცეპტი თქვენთვისაა. ბადრიჯნები კორეულად ძალიან გემრიელი კერძია და ნებისმიერი თქვენგანის გემოვნებას დააკმაყოფილებს.
ბადრიჯნის კორეულად მოსამზადებლად ძალიან ცოტა ინგრედიენტი დაგჭირდებათ და მათი უმეტესობა შესაძლოა მაცივარში აღმოგაჩნდეთ. შედეგად კი სტუმრებს აუცილებლად გააოცებთ.
საჭირო მასალა:
  • ბადრიჯანი- 3 ცალი
  • სტაფილო- 1 ცალი
  • ძმარი- 1 ს.კ
  • ოხრახუში- 1კონა
  • შავი პილპილი- გემოვნებით
  • ბულგარული წიწაკა- 3 ცალი
  • ნიორი- 2 კბილი
  • მცენარეული ზეთი- 1,5 ს.კ
  • მარილი- 2,5 ს.კ

მომზადების წესი:
  1. ბადრიჯანი გარეცხეთ და არ გათალოთ. დაჭერით წვრილად
  2. მოაყარეთ დაჭრილ ბადრიჯანს 1-2 ს.კ მარილი და გააჩერეთ მთელი ღამით ან რამდენიმე საათით. შემდეგ დააწყვეთ ბადრიჯნები თუშფალანგზე და გამდინარე წყლის ქვეშ გააჩერეთ.
  3. ტაფაზე დაასხით ზეთი და დადგით მაღალ ცეცხლზე. დააწყვეთ ბადრიჯანი და შეწვით 3-4- წუთის განმავლობაში. შემდეგ ბადრიჯანი გადმოიტანეთ ღრმა თასში და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ბულგარული.
  4. ხახვი დაჭერით რგოლებად, ოხრახუში წვრილად, ხოლო ნიორი დაჭყლიტეთ
  5. ბოსტნეული, მწვანილი და ნიორი აურიეთ ბადრიჯანთან ერთად. დაუმატეთ მარილი და პილპილი. დაასხით ძმარი და კიდევ ერთელ აურიეთ.
  6. შედგით კერძი მაცივარში 12 საათის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით.