მენსტრუაციის დაგვიანების და შეწყვეტის დროს მისაღები სამკურნალო საშუალებები.

მენსტრუაციის  დაგვიანების და შეწყვეტის დროს მისაღები სამკურნალო საშუალებები.
ზოგიერთ ქალს ყოველთვის არ აქვს რეგულარული მენსტრუაციული ციკლი და მათი მენსტრუაციული პერიოდები შეიძლება ხანმოკლე ან ხანგრძლივი იყოს და ეს ხანგრძლივობა შეიძლება მუდმივად იცვლებდეს. მენსტრუაციის შეწყვეტის ან გამოტოვების მრავალი მიზეზი არსებობს.

თვიურის დაგვიანების და შეწყვეტის შემთხვევაში გამოიყენეთ ეს ბუნებრივი საშუალებები:
  • თვიურის დაგვიანების, ან შეწყვეტის შემთხვევაში გაიკეთეთ გვირილის ნაყენის ოყნა.

  • მიიღეთ ფეხის ცხელი აბაზანები (42 - 450ჩ) დილით და საღამოს, აბაზანის ხანგრძლივობაა 20 წთ. აბაზანის წყალს დაუმატეთ ზღვის მარილი, ან 2 - 3 ს/კ. ძმარი ( 6 % - იანი ), 1 - 2 მუჭა მდოგვი.

  • აიღეთ არყის ხის კვირტი - 1 ჩ/კ, კატაბალახას ფესვი - 1 ჩ/კ, ოხრახუშის ფესვი - 6 გრ, ტეგანის ბალახი - 0,5 ს/კ, ცისკარას ფესვი -0,5 ს.კ. ნარევს დაასხით 500 მლ. წყალი და გააჩერეთ 5 - 10 სთ, შემდეგ ადუღეთ 5 - 7 წთ, გააჩერეთ 1 საათი. გაწურეთ. გაყავით 3 - 5 ნაწილად და მიიღეთ დღის განმავლობაში.

  • მენსტრუალური ციკლის დაწყებას აჩქარებს ხახვი, წითელი წიწაკა, ბოლოკის წვენი, ოხრახუში, პირშუშხა, ნიორი, კომბოსტო.

  • აიღეთ 1 ს/კ გვირილა და ამდენივე ბეგქონდარა, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ დახურულ ჭურჭელში 30 წთ, გაწურეთ. მიიღეთ 200 გრ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.

  • გამოსარეცხად გამოიყენეთ პიტნის ნახარშის და თაფლის ნარევი.

  • ოხრახუშის ფოთლის ნახარში: 1 კონა ოხრახუშს დაასხით 0,6 ლ წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წთ. თუ ასეთი მკურნალობის 7 - 10 დღის შემდეგ მენსტრუაცია არ დაგეწყოთ, უნდა დალიოთ ტეგანის, თავშავას, კანაფის, კენწეროების, მამულას, მზესუმზირას ყვავილის და ხახვის ნაფცქვენის ნაყენი. ყველა კომპონენტი თანაბარი რაოდენობით აიღეთ 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 1 - 2 წთ. გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 2/3 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა