ორგანიზმი 100-ჯერ უკეთ იფუნქციონირებს, თუ ყავას ჯადოსნურ ინგრედიენტთან კომბინაციაში მიიღებთ.

ორგანიზმი 100-ჯერ უკეთ იფუნქციონირებს, თუ ყავას ჯადოსნურ ინგრედიენტთან კომბინაციაში მიიღებთ.
ორგანიზმში ზედმეტად ბევრი სითხე გროვდება, თავს იჩენს შეშუპება. ტომრების გაჩენა თვალებს გარშემო, თითებისა და კიდურების დასივება - პრობლემები, რომლებიც თითოეულ ადამიანს უდიდეს დისკომფორტს უქმნის. სავსებით შესაძლებელია სითხე შინაგან ორგანოებშიც დაგროვდეს, რასაც მივყავართ მსხვილი ნაწლავის მეტაბოლიზმის შენელებამდე და წნევის მატებამდე, რაც შეიძლება თავის ქრონიკული ტკივილებისა და ღებინების შეგრძნების გამომწვევ მიზეზად იქცეს.

სადრენაჟო სასმელები, რომელთაც დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ, დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში, შეშუპების მოხსნაში, განწყობის ამაღლებაში და წონის კლების პროცესის დაჩქარებაში.

გარდა წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენისა ჩვენს ორგანიზმზე, ეს სასმელები არაჩვეულებრივი არომატით გამოირჩევა. მოცემული საშუალებები მდიდარია სასარგებლო საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რაც ძალზედ სასარგებლოა ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის.



სადრენაჟო სასმელები
  1. მწვანე კოქტეილი
    ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ კოქტეილი 1 კიტრისგან, 1 მწვანე ვაშლისგან, 50 გრამი ნიახურის დაქუცმაცებული ღეროებისგან და პიტნის რამდენიმე ფოთლისგან. მოცემული საშუალება აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს, აწესრიგებს კუჭისა და მსხვილი ნაწლავის მუშაობას. სურვილისამებრ, შეგიძლიათ რეცეპტში სელის თესლის ჩამატებაც.



  2. ოხრახუშის ნაყენი
    მოცემული საშუალება წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, გამოდევნის ზედმეტ სითხეს და აქვეითებს მადას. 1 მუჭი დაქუცმაცებული ოხრახუშისგან გამოწურეთ წვენი, ჩაასხით ჩაის ჭიქაში და დაასხოთ მას იმ რაოდენობით ცხელი წყალი, რომ ჭიქა ბოლომდე გაივსოს. მიღებული ჩაი მიირთვით საუზმობამდე 2 საათით ადრე. ყოველი დღისთვის უნდა დაამზადოთ ახალი ულუფა.



  3. ჯანჯაფილის სასმელი
    1 ჭიქა მდუღარე წყალში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი, ნახევარი კბილი დაქუცმაცებული ნიორი, 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და მცირეოდენი ლიმონის წვენით. კარგად გადაურიეთ. მომზადებული ჩაი მიირთვით ყოველ დილას, გაღვიძებისთანავე.



  4. ლიმონიანი წყალი
    წყალი ლიმონთან ერთად - გასაოცარი საშუალება, რომელიც ძალზედ ეფექტურია შეშუპების წინააღმდეგ საბრძოლველად და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოსადევნად. გამოწურეთ წვენი ნახევარი ლიმონისგან და ჩაამატეთ ის 1 ჭიქა (200 მლ) წყალში. მომზადებული სასმელი მიირთვით დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე.



  5. უცხიმო კეფირი
    კეფირი აჩქარებს მეტაბოლიზმს მსხვილ ნაწლავში და აღადგენს მის ჯანსაღ მიკროფლორას. თუ თქვენ კვირაში მინიმუმ 2-ჯერ უცხიმო კეფირს მიიღებთ, შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას ტოქსინებისგან და ზედმეტი სითხისგან.



  6. ყავა ლიმონთან ერთად
    იმისათვის, რომ გამოდევნოთ ორგანიზმიდან ტოქსინები და წიდები, საკმარისია ყავის დილის ულუფაში ლიმონის პატარა ნაჭერის ჩაგდება. ყავის დალევის შემდეგ შეჭამეთ მასში ჩაგდებული ლიმონი. რატომაა ეს საშუალება ეფექტური? ეთერზეთები, რომელსაც ჭარბად შეიცავს ლიმონის ცედრა, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს და დაგროვილ ტოქსინებს.



თუ თქვენ რეგულარულად სადრენაჟო სასმელებს მიიღებთ, შეძლებთ არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრას, არამედ ცელულიტების მოშორებასაც კი. თუ თქვენ კურსის ჩატარების პარალელურად ჯანსაღ კვებას დაიწყებთ, მიღებული შედეგები შთამბეჭდავი იქნება. გისურვებთ ჯანმრთელობას!