ამ მცენარეული საშუალებებით მარტივად შეძლებთ ცისტიტისგან განკურნებას!

ამ მცენარეული საშუალებებით მარტივად შეძლებთ ცისტიტისგან განკურნებას!
ცისტიტს ახასიათებს ხშირი და მტკივნეული შარდვა, გარდა ამისა შარდი მუქი ფერისაა ( იმის შედეგად, რომ მასში მკვეთრად გაზრდილია ლეიკოციტების რაოდენობა ). დაგჭირდებათ წამლები, რომლებიც შარდის ბუშტში მოხვედრისას ახდენენ ანტიმიკრობულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ნებისმიერ შემთხვევაში რაციონიდან დროებით გამორიცხეთ ცხარე, სანელებლიანი კერძები, ნებისმიერი ალკოჰოლი, შეეცადეთ მეტი სითხე დალიოთ - 2,5 - 3 ლ. წყალი, ან წვენი დღეში. მიიღეთ, ასევე შარდმდენი სამკურნალო ბალახები.

ხალხური მედიცინა ცისტიტის სამკურნალოდ გირჩევთ:
  • აიღეთ შვიტას ბალახი - 15 გრ, მარწყვბალახას ფერუსა - 15 გრ, მრავალძარღვას ფოთოლი - 20 გრ, 1 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ საღამოს 1 ჩ/ჭ 2 - ჯერ.

  • 1 ჩ/ჭ ცხელ წყალში გააზავეთ 2 - 3 გრ მუმიო, გამოიყენეთ შესასხურებლად. ამის შემდეგ ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ ახლავს ცისტიტს, შემცირდება.

  • აიღეთ მაისში შეგროვილი არყის ხის ფოთლები - 100 - 150 გრ, მატიტელას ბალახი - 100 - 150 გრ, სალბის ბალახი - 100 - 150 გრ. ნარევს დაასხით 3 - 5 ლ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 - 3 საათის განმავლობაში, გაწურეთ, ჩაასხით აბაზანაში. აბაზანის წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 35 - 36ჩ. აბაზანის ხანგრძლივობა 10 - 15 წთ, აბაზანა მიიღეთ დღეგამოშვებით.

  • აიღეთ არყის ხის ფოთოლი - 10 გრ, დათვის კენკრას ფოთოლი - 10 გრ, სიმინდის ულვაში - 10 გრ, ძირტკბილას ფესვი - 10გრ, ჭანგას ფესურა - 10 გრ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი წყალი, გააჩერეთ 6 საათის განმავლობაში, ადუღეთ 18 წთ. დალიეთ დღის განმავლობაში რამდენიმე მიღებაზე.

  • ხშირი შარდვის დროს მიიღეთ მუხის ქერქის ნახარში: 10 გრ მუხის ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი, მოამზადეთ ნახარში და მიიღეთ 1 ს/კ 2 - 3 - ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა